ღვთის სიტყვის საუნჯე | იობი 21—27
იობი წინ აღუდგა ვაიმეგობრების უარყოფით აზროვნებას
სატანა სიცრუეს ავრცელებს იმისათვის, რომ იეჰოვას მსახურებს გული გაუტეხოს. წიგნ „იობიდან“ ვხედავთ, თუ რამხელა სხვაობაა სატანასა და იეჰოვას შორის; სატანა მატყუარაა, იეჰოვას კი გულწრფელად აღელვებს თავის მსახურთა მდგომარეობა. ჩამოწერე ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც გარწმუნებს, რომ იეჰოვა ზრუნავს შენზე.
რა სიცრუეს ავრცელებს სატანა |
როგორი ღმერთია იეჰოვა |
---|---|
ღმერთი იმდენად მომთხოვნია, რომ მისი მსახურები მის მოსაწონს ვერაფერს გააკეთებენ. დედამიწის ზურგზე არავის და არაფერს შეუძლია მისი გულის გახარება (იობ. 4:18; 25:5). |
იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას (იობ. 36:5). |
ადამიანი ღმერთს არაფერში არგია (იობ. 22:2). |
იეჰოვა იწონებს და აკურთხებს ჩვენს მსახურებას, რომელსაც მთელი გულით ვასრულებთ (იობ. 33:26; 36:11). |
ღვთისთვის სულერთია, არის თუ არა ადამიანი მართალი (იობ. 22:3). |
იეჰოვას თვალი უჭირავს მართალ ადამიანებზე (იობ. 36:7). |