იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ღვთიური განათლება ნებისმიერ ბარიერს ამხობს
იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია (საქ. 10:34, 35). ის თავისთან იზიდავს ადამიანებს „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9). ამიტომ ქრისტიანულ კრებაში ყოვლად დაუშვებელია ვინმეს მიმართ წინასწარ შექმნილი აზრის ქონა ან მიკერძოება (იაკ. 2:1—4). ღვთიური განათლების წყალობით გვაქვს სულიერი სამოთხე, სადაც საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ იცვლებიან ადამიანები (ეს. 11:6—9). თუ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ გულიდან ამოვძირკვოთ ნებისმიერი რამ, რაც წინასწარ შექმნილი აზრის ქონაზე მეტყველებს, ვამტკიცებთ, რომ ღმერთს ვბაძავთ (ეფეს. 5:1, 2).
უყურე ვიდეორგოლს „ჯონი და გედეონი — ერთ დროს მტრები, ახლა ძმები“. შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს:
რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღვთიური განათლება გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ადამიანების მცდელობა, ბოლო მოუღონ დისკრიმინაციასა და უსამართლო მოპყრობას?
რით აღგაფრთოვანებს ჩვენი საერთაშორისო საძმო?
როგორ განადიდებს იეჰოვას ქრისტიანული ერთობა?