მართალია, პასექი გახსენების საღამოს პირველსახე არ იყო, მაგრამ ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ ზოგიერთ თავისებურებას დღესაც აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის. მაგალითად, მოციქულმა პავლემ იესოს „ჩვენი პასექი“ უწოდა (1 კორ. 5:7). როგორც კარის წირთხლებზე მისხურებულმა კრავის სისხლმა იხსნა ისრაელები სიკვდილისგან, ისე იესოს სისხლიც ემსახურება ადამიანთა ხსნას (გამ. 12:12, 13). მეტიც, როგორც საპასექო კრავს არ უმტვრევდნენ ძვლებს, ისე იესოსთვისაც არ გადაუმტვრევიათ არც ერთი ძვალი მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით დასჯის დროს ეს ჩვეული რამ იყო (გამ. 12:46; იოან. 19:31—33, 36).