8—14 ოქტომბერი
იოანე 11, 12
სიმღერა 16 და ლოცვა
შესავალი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)
ღვთის სიტყვის საუნჯე
იესოს მსგავსად გამოავლინე თანაგრძნობა: (10 წთ.)
იოან. 11:23—26 — იესომ ანუგეშა მართა (nwtsty დამატებითი მასალა).
იოან. 11:33—35 — იესო ძალიან დამწუხრდა და აფორიაქდა, როცა დაინახა, როგორ ტიროდნენ მარიამი და სხვები (nwtsty დამატებითი მასალა).
იოან. 11:43, 44 — იესომ არა მარტო თანაუგრძნო მათ, არამედ დაეხმარა კიდეც.
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები: (8 წთ.)
იოან. 11:49 — ვინ დანიშნა კაიაფა მღვდელმთავრად და რამდენ ხანს იყო ის მღვდელმთავარი? (nwtsty დამატებითი მასალა).
იოან. 12:42 — რატომ ვერ აღიარებდა ზოგი იუდეველი, რომ იესო მესია იყო? (nwtsty დამატებითი მასალა).
რა ისწავლეთ იეჰოვას შესახებ მიმდინარე კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
კიდევ რა საინტერესო აზრები აღმოაჩინეთ ბიბლიის ამ მონაკვეთში?
ბიბლიის კითხვა: (4 წთ. ან ნაკლები) იოან. 12:35—50
გააუმჯობესე მსახურება
პირველი საუბარი: (2 წთ. ან ნაკლები) გამოიყენე საუბრის ნიმუში.
ვიდეორგოლი პირველი განმეორებითი მონახულებისთვის: (5 წთ.) ვიდეორგოლის ჩვენება და აუდიტორიასთან განხილვა.
მოხსენება: (6 წთ. ან ნაკლები) w13 9/15 32 — თემა: რატომ აცრემლდა იესო, სანამ ლაზარეს მკვდრეთით აღადგენდა?
იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
იესო არის „აღდგომა და სიცოცხლე“ (იოან. 11:25): (15 წთ.) განხილვა. აუდიტორიას უჩვენე ვიდეო „ღმერთმა იესო უფლად და ქრისტედ აქცია — ნაწილი 2“ (ნაწყვეტი). შემდეგ ჰკითხე აუდიტორიას: როგორ ავლენდა იესო თანაგრძნობას, როგორც ამ სიუჟეტიდან გამოჩნდა? რა გაგებითაა იესო „აღდგომა და სიცოცხლე“? რა სასწაულებს მოახდენს იესო მომავალში?
კრების ბიბლიის შესწავლა: (30 წთ.) jy თავი 38
განხილული მასალის შეჯამება და მომდევნო კვირის პროგრამის მიმოხილვა (3 წთ.)
სიმღერა 147 და ლოცვა