ინდონეზია
ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა სტიქიური უბედურებების დროს
მიწისძვრა, ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასეთ დროს იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოუჩინონ დაზარალებულებს დახმარება, განსაკუთრებით სულიერ და-ძმებს. მაგალითად, 2005 წელს კუნძულ ნიას (ჩრდილოეთი სუმატრა) უდიდეს ქალაქ გუნუნგსიტოლის დამანგრეველი მიწისძვრა დაატყდა. მეზობელ კუნძულ სუმატრაზე არსებულმა კრებებმა და ფილიალმა სტიქიის ზონაში დახმარება დაუყოვნებლივ გაგზავნეს. ადგილობრივი სარაიონო ზედამხედველი და ფილიალის წარმომადგენელი და-ძმების გასამხნევებლად და სანუგეშებლად კუნძულზე მაშინვე ჩაფრინდნენ. იუნიმენ ჰარიფე, რომელიც კუნძულ ნიას ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „ხალხი შეშინებული და დაბნეული იყო. მაგრამ ღვთის ორგანიზაციამ იმდენად სწრაფად აღმოგვიჩინა სულიერი და მატერიალური დახმარება, რომ ტრაგედიის დროსაც კი არ გვიგრძნია თავი მიტოვებულად“.