მკითხველთა წერილები
საინფორმაციო ციებ-ცხელება წავიკითხე სტატიების სერია „საინფორმაციო ციებ-ცხელება — რა გავლენას ახდენს შენზე?“ (1998 წლის 8 იანვარი) თქვენ აღნიშნეთ, რომ ინფორმაციის მოზღვავებას გარკვეულწილად საინფორმაციო გამოშვებებისა და ჟურნალ-გაზეთების მომრავლება განაპირობებს. ჩემი აზრით, თქვენი ჟურნალიც არაა გამონაკლისი. სხვებს იმაში ხომ არ სდებთ ბრალს, რაშიც თავადაც ხართ დამნაშავე?
ჯ. კ. (შეერთებული შტატები)
ჩვენი ჟურნალის სტატიების სერიაში გავაშუქეთ „უსარგებლო“ ინფორმაციის მოზღვავება. ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“ ამაში არავითარი წვლილი მიუძღვის, რადგან, როგორც ცნობილია, მისი მიზანია, ‘უფრო ღრმად ჩასწვდეს და მიუთითოს დღევანდელი მოვლენების მიღმა არსებულ ნამდვილ მიზეზებზე’. ასეთ ინფორმაციას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ უსარგებლოს (რედ.).
ენაბლუობა უაღრესად მადლიერი ვარ სტატიისთვის „როგორ ვუმკლავდები ენაბლუობას“ (1998 წლის 8 თებერვალი). სვენ სივერზის მონათხრობმა დიდად გამამხნევა, რადგან მეც მსგავსი პრობლემა მაწუხებს. წლების განმავლობაში თეოკრატიული სამსახურის სკოლა მეხმარება, რომ უფრო თავისუფლად ვისაუბრო.
ე. ზ. ს. (ბრაზილია)
თეოკრატიული სამსახურის სკოლა ყოველკვირეულად ტარდება იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ სამეფო დარბაზებში (რედ.).
მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, სვენ სივერზის დადებითმა განწყობილებამ გამაოგნა. ჩვენს კრებაშიცაა ერთი ძმა, რომელიც ენას უკიდებს. ახლა უფრო მეტი პატივისცემითა და ყურადღებით მოვეპყრობი მას.
კ. კ. (იაპონია)
მეც პატარაობიდან ვუკიდებ ენას. თქვენ ზუსტად მიზანში მოარტყით, როცა თქვით, რომ სხვებმა, იმის ნაცვლად, რომ შეიცოდონ, უნდა გაუგონ ენაბლუს. დიდი მადლობა ამ სტატიისთვის.
ე. ს. (იტალია)
ქრისტიანული სხვადასხვაობა მთელი გულით გიხდით მადლობას სტატიისთვის „ბიბლიის თვალსაზრისი: გამორიცხავს ქრისტიანული ერთიანობა სხვადასხვაობას?“ (1998 წლის 8 თებერვალი). რაც უფრო მეტს ვიგებ იეჰოვაზე, მით უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ მის ორგანიზაციას ვეკუთვნი, სადაც შეგვიძლია გავიცნოთ ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი.
ი. პ. (სლოვენია)
ვარ თხუთმეტი წლის და ყოველთვის ვკითხულობ „გამოიღვიძეთ!“-ს. განსაკუთრებით მომეწონა ეს სტატია. ერთ მონაკვეთში აღწერილი იყო სამოთხე. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორები იქნებოდნენ სრულყოფილი ადამიანები და იქნებოდნენ თუ არა ყველანი ერთნაირი გარეგნობისა და აზროვნების. ახლა კი ვხვდები, რომ როგორც ადამიანები, ისე ცხოველები სხვადასხვანაირები იქნებიან.
ჯ. კ. (შეერთებული შტატები)
ტრუბადურები სტატიაში „ტრუბადურები — მხოლოდ სიყვარულს როდი უმღეროდნენ“ (1998 წლის 8 თებერვალი) მართლაც რომ შესანიშნავად იყო გარჩეული პოეტ-მომღერლების როლი შუა საუკუნეების საზოგადოებაში. ვარ ლიტერატურის მასწავლებელი და პორტუგალიის ტრუბადურებზე ბევრი მაქვს წაკითხული; თქვენი სტატია დამეხმარა, ბოლომდე დამენახა მათი მაღალმხატვრული მოღვაწეობის მთელი არსი. ასეთი დონის სტატიები დამაჯერებლობას სძენს თქვენს ჟურნალს.
რ. ნ. ა. (ბრაზილია)
მინდა აღვნიშნო, რომ ამ სტატიის წაკითხვის დასაწყებად თავს ძალა დავატანე, მაგრამ თვალი ვეღარ მოვწყვიტე. განსაკუთრებით გამიხარდა იმის გაგება, თუ ვინ შემოიღო მანდილოსნებისადმი პატივისცემით მოპყრობა. იაპონია ასეთი ტრადიციისგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ ჩემი მეუღლე, რომელიც პატარაობიდანვე იეჰოვას მოწმედ აღიზარდა, არასოდეს ივიწყებს ამ ტრადიციას ჩვენი დანიშვნის დღიდანვე (ჩვენ უკვე მეხუთე წელია დაქორწინებული ვართ). მე ძალიან ბედნიერი ვარ.
ი. ნ. (იაპონია)
კროსვორდები მთელი გულით მსურს, მადლობა გადაგიხადოთ კროსვორდებისთვის. კროსვორდი აღგძრავს, ხელში აიღო ბიბლია, რომ პასუხები იოლად და გონივრული ხერხით მონახო.
ნ. კ. (იტალია)