ვინ შექმნა?
ტუკანის ნისკარტი
◼ ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკული ტყეების ბინადარ ტუკანს ფრენა უჭირს. ის, ძირითადად, ხტუნვა-ხტუნვით გადაადგილდება. ტუკანისებრთა ოჯახიდან ზოგიერთი ფრინველის ხმა ბაყაყის ყიყინს მოგაგონებთ. ჯუნგლებში მის ხმას ერთი კილომეტრის მოშორებითაც კი გაიგონებთ. ყველაზე მეტად მეცნიერებს ტუკანის ნისკარტი აოცებთ.
დაფიქრდით: ზოგიერთი ტუკანის ნისკარტი მისი სხეულის მესამედის ტოლია. ერთი შეხედვით, გეგონებათ, რომ მისი ნისკარტი მძიმეა, მაგრამ ეს ასე არ არის. „ნისკარტის ზედაპირი შედგება კერატინისგან, იმ პროტეინისგან, რომელიც შედის ფრჩხილისა და თმის შემადგენლობაში, — გვიხსნის მეცნიერი მარკ ადრე მეიერი. — ნისკარტის ზედა შრე უამრავი პაწაწინა ექვსკუთხა ფირფიტებისგან შედგება, რაც კრამიტის სახურავს მოგვაგონებს“.
ნისკარტის შიდა შრე შეიძლება შევადაროთ საყოფაცხოვრებო ნივთს, უხეშ ღრუბელს. მისი გარკვეული ნაწილი ფუღუროიანია, გარკვეული ნაწილი კი რქოვანასა და ცილინდრის ფორმის მემბრანებისგან შედგება. სწორედ ამის წყალობითაა ტუკანის ნისკარტი მსუბუქი და, ამავე დროს, გამძლე. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ტუკანს კარგად ესმის საინჟინრო მექანიკა“, — დასძენს მეიერი.
ტუკანის ნისკარტს ისეთი აგებულება აქვს, რომ დარტყმის ძალას ამცირებს. მეცნიერების აზრით, ინჟინრებს შეუძლიათ ტუკანის ნისკარტის ანალოგიით შექმნან თვითმფრინავები და ავტომობილები. „ტუკანის ნისკარტის აგებულების მიხედვით შექმნილი მანქანები გაცილებით უსაფრთხო იქნება ავტოკატასტროფების დროს“, — ამბობს მეიერი.
რას ფიქრობთ? ტუკანის გამძლე, მაგრამ მსუბუქი ნისკარტი შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?
[დიაგრამა⁄სურათი 17 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ფუღუროიანი შრე
უხეში ღრუბლისმაგვარი აგებულება