ვინ შექმნა?
ცხენის ფეხები
ცხენს (Equus caballus) საკმაოდ მცირე ენერგიის ხარჯზე შეუძლია საათში თითქმის 50 კილომეტრი სიჩქარე განავითაროს. როგორ ახერხებს ის ამას? საიდუმლო მის ფეხებშია.
განვიხილოთ რა ხდება, როდესაც ცხენი მიაჭენებს. მიწაზე ფეხის დადგმისას მისი ელასტიური კუნთები და მყესები გამოიმუშავებს ენერგიას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ზამბარის ეფექტი და ცხენი ინერციით გარბის.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჭენების დროს ფეხებში ვიბრაციის საკმაოდ მაღალი სიხშირე წარმოიქმნება, რამაც შეიძლება დააზიანოს ცხენის მყესები. თუმცა სწორედ ფეხის კუნთები ასრულებს ერთგვარი დემპფერის (რხევათა მაყუჩი) როლს, რომელიც მყესებს დაზიანებისგან იცავს. მეცნიერები ასეთი აგებულების ფეხს „უმაღლეს დონეზე აგებულ კუნთოვან-მყესოვან სისტემას“ უწოდებენ, რომელიც უზრუნველყოფს ცხენის სიძლიერესა და სისწრაფეს.
ცხენის ფეხებზე დაკვირვებით ინჟინრები ცდილობენ, შექმნან ოთხფეხა რობოტები, თუმცა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოპატენტური რობოტოტექნიკის ლაბორატორიის განაცხადით, ასეთი რთული აგებულების ანალოგის შექმნა არსებული ტექნოლოგიითა და მეცნიერული ცოდნით საკმაოდ რთული საქმეა.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ცხენს ასეთი აგებულების ფეხები თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?