იერუსალიმი და ტაძარი იესოს დროს
იესოს დაბადებიდან მალევე იოსებმა და მარიამმა ის წაიყვანეს იერუსალიმში — ქალაქში, სადაც მისმა ზეციერმა მამამ თავისი სახელი დაავანა (ლკ. 2:22—39). 12 წლის ასაკში იესო კვლავ წაიყვანეს მშობლებმა ამ ქალაქში, ამჯერად პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად. თავისი გონიერებით მან გააოცა ტაძარში მყოფი მასწავლებლები (ლკ. 2:41—51). ეს ტაძარი, რომელიც ჰეროდე დიდის უდიდესი სამშენებლო პროგრამის ნაწილი იყო, „ორმოცდაექვსი წელიწადი“ შენდებოდა (ინ. 2:20).
მსახურების დროს იესო იერუსალიმში დღესასწაულებს ესწრებოდა, რომლებზეც ხშირად ხალხს ასწავლიდა. მან ორჯერ გამოყარა ტაძრის ეზოდან ვაჭრები და ფულის გადამცვლელები (მთ 21:12; ინ. 1:13—16).
ტაძრის ჩრდილოეთით, ბეთზათას აუზთან იესომ განკურნა კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა. ღვთის ძემ უსინათლოსაც დაუბრუნა თვალის ჩინი, როცა უთხრა, წასულიყო და ებანავა ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე სილოამის აუზში (ინ. 5:1—15; 9:1, 7, 11).
იესო ხშირად მიდიოდა სტუმრად თავის მეგობრებთან: ლაზარესთან, მარიამთან და მართასთან. ისინი ცხოვრობდნენ ბეთანიაში, რომელიც იერუსალიმიდან აღმოსავლეთით „დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილზე“ მდებარეობდა (ინ. 11:1, 18, სქოლიო, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიანი გამოცემა; 12:1—11; ლკ. 10:38—42; 19:29; იხილეთ „იერუსალიმის შემოგარენი“, გვერდი 18). სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესო ზეთისხილის მთის გავლით იერუსალიმში ჩავიდა. წარმოიდგინეთ მთაზე მდგარი იესო, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და ქალაქს დასტირის (ლკ. 19:37—44). ის დაახლოებით იმას ხედავდა, რასაც თქვენ ხედავთ მომდევნო გვერდის ზედა ნაწილში. შემდეგ იესო იერუსალიმში შევიდა ჩოჩორზე მჯდარი, ალბათ, ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე რომელიმე კარიბჭიდან. მას უამრავი ხალხი როგორც ისრაელის მომავალ მეფეს, ისე ესალმებოდა (მთ. 21:9—12).
მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა იესოს სიკვდილს, იერუსალიმში ან მის შემოგარენში მოხდა: გეთსემანეს ბაღში, სადაც იესო ლოცულობდა; სინედრიონის დარბაზში; კაიაფას სახლში; გამგებელ პილატეს სასახლეში და, ბოლოს, გოლგოთაზე (მრ. 14:32, 53—15:1, 16, 22; ინ. 18:1, 13, 24, 28).
აღდგომის შემდეგ იესო იერუსალიმსა და მის შემოგარენში ეცხადებოდა მოწაფეებს (ლკ. 24:1—49). შემდეგ ზეთისხილის მთიდან ის ზეცად ამაღლდა (სქ. 1:6—12).
[დიაგრამა 31 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
იერუსალიმი/ჰეროდეს ტაძარი
ტაძრის გეგმა
1. უწმინდესი
2. წმინდა
3. სამსხვერპლო მთლიანად დასაწვავი მსხვერპლისთვის
4. ჩამოსხმული ზღვა
5. მღვდელთა ეზო
6. ისრაელთა ეზო
7. ქალთა ეზო
8. არაებრაელთა ეზო
9. გამყოფი კედელი (სორეგი)
10. სამეფო კოლონადა
11. სოლომონის კოლონადა
ტაძარი
კარიბჭე
მღვდელთა ეზო
კარიბჭე
უწმინდესი
სამსხვერპლო მთლიანად დასაწვავი მსხვერპლისთვის
წმინდა
ისრაელთა ეზო
ქალთა ეზო
ჩამოსხმული ზღვა
კარიბჭე
სოლომონის კოლონადა
გამყოფი კედელი (სორეგი)
კარიბჭე
სამეფო კოლონადა
კარიბჭეები
ანტონიუსის კოშკი
ხიდი
სინედრიონის დარბაზი?
მთავარი ველი
სილოამის აუზი
აკვედუკი
კაიაფას სახლი?
გამგებლის სასახლე
გოლგოთა?
გოლგოთა?
ბეთზათას აუზი
გეთსემანეს ბაღი?
ზეთისხილის მთა
კედრონის ხევი
გიხონის წყარო
ენ-როგელი
ჰინომის ველი (გეენა)
[სურათები 30 გვერდზე]
თანამედროვე იერუსალიმის ხედი აღმოსავლეთისკენ: ა) ტაძრის ტერიტორია, ბ) გეთსემანეს ბაღი, გ) ზეთისხილის მთა, დ) იუდეის უდაბნო, ე) მკვდარი ზღვა.
[სურათი 31 გვერდზე]
ხედი დასავლეთისკენ ზეთისხილის მთიდან იესოს დროს.