თავი 37
მოვინათლო?
აღნიშნე, სწორია თუ არასწორი:
ყველა ქრისტიანი მონათლული უნდა იყოს.
□ სწორია
□ არასწორია
იმიტომ უნდა მოინათლო, რომ ცოდვა არ ჩაიდინო.
□ სწორია
□ არასწორია
ნათლობა მნიშვნელოვანია გადასარჩენად.
□ სწორია
□ არასწორია
თუ მონათლული არ ხარ, შენს საქციელზე ღვთის წინაშე პასუხს არ აგებ.
□ სწორია
□ არასწორია
თუ შენი მეგობრები მოინათლნენ, შენც უნდა მოინათლო.
□ სწორია
□ არასწორია
როცა ღვთის კანონებს იცავ, ღმერთთან ახლო ურთიერთობა გაქვს და შენს რწმენაზე სხვებსაც ესაუბრები, სავსებით ნორმალურია ნათლობაზე ფიქრი. რის მიხედვით უნდა განსაზღვრო, ხარ თუ არა მზად მონათვლისთვის? ზემოთ მოცემულ ტესტზე მსჯელობა დაგეხმარება ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში.
● ყველა ქრისტიანი მონათლული უნდა იყოს.
სწორია. იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები უნდა მონათლულიყვნენ (მათე 28:19, 20). იესო თვითონაც იყო მონათლული. ქრისტეს მიმდევარი რომ იყო, უნდა მოინათლო მაშინ, როცა ნამდვილად გაქვს ამის სურვილი და ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებ.
● იმიტომ უნდა მოინათლო, რომ ცოდვა არ ჩაიდინო.
არასწორია. ნათლობა იმის სიმბოლური ნიშანია, რომ იეჰოვას მიუძღვენი თავი. ეს არ არის ფორმალური ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულებით ღმერთს დაჰპირდებოდი იმისგან თავის შეკავებას, რისი გაკეთების სურვილიც გულის სიღრმეში გექნებოდა. შენ იმიტომ უძღვნი თავს ღმერთს, რომ გსურს მისი ნორმებით ცხოვრება.
● ნათლობა მნიშვნელოვანია გადასარჩენად.
სწორია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ნათლობა მართლაც მნიშვნელოვანია გადასარჩენად (1 პეტრე 3:21). თუმცა ნათლობა სადაზღვევო პოლისი არ არის და გადარჩენის გარანტიას არ იძლევა. შენ იმიტომ ინათლები, რომ გიყვარს იეჰოვა და გსურს მთელი გულით, მარადიულად ემსახურო მას (მარკოზი 12:29, 30).
● თუ მონათლული არა ხარ, შენს საქციელზე ღვთის წინაშე პასუხს არ აგებ.
არასწორია. იაკობის 4:17-ში ნათქვამია: „ვინც იცის, რა არის სწორი, მაგრამ არ აკეთებს, ცოდვად ეთვლება“. ეს მხოლოდ მონათლულებს არ ეხებათ. თუ იცი, რა არის სწორი და უკვე შეგიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ალბათ დროა, ამ საკითხზე მშობელს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანს გაესაუბრო. ასე დაინახავ, კიდევ რა გჭირდება მიზნის მისაღწევად.
● თუ შენი მეგობრები მოინათლნენ, შენც უნდა მოინათლო.
არასწორია. ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, შენი სურვილით უნდა მიიღო (ფსალმუნი 110:3). მხოლოდ მაშინ უნდა მოინათლო, როცა კარგად გექნება გააზრებული, რა მოეთხოვება იეჰოვას მოწმეს და როცა მზად იქნები ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად (ეკლესიასტე 5:4, 5).
ახალი ცხოვრება
როცა ინათლები, შენს ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, რასაც არაერთი კურთხევა მოჰყვება. თუმცა ნათლობა სერიოზულ პასუხისმგებლობასაც გაკისრებს — ყოველთვის უნდა შეასრულო პირობა, რომელიც იეჰოვა ღმერთს მიძღვნის დროს მიეცი.
რას ფიქრობ, მზად ხარ მონათვლისთვის? თუ ასეა, უნდა გიხაროდეს. წინ საინტერესო ცხოვრება გელის — შენ მთელი გულით უნდა ემსახურო ღმერთს და ყოველდღიურად საქმით დაამტკიცო, რომ თავი მიუძღვენი მას. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ! (მათე 22:36, 37).
რა მიზნებს დაისახავ, შინაარსიანად რომ იცხოვრო?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„წარადგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა“ (რომაელები 12:1).
რჩევა
მშობლებთან შეთანხმებით კრებაში დაუახლოვდი ვინმეს, ვინც სულიერ ზრდაში დაგეხმარება (საქმეები 16:1—3).
იცოდი, რომ . . . ?
მონათვლა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გადასარჩენად „ნიშანი“ გქონდეს (ეზეკიელი 9:4—6).
რა უნდა გავაკეთო
ნათლობისთვის რომ მოვემზადო, კარგად უნდა გავერკვე ბიბლიის შემდეგ სწავლებებში: ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ არის ნათლობა სერიოზული ნაბიჯი?
● რის გამო შეიძლება ჩქარობდეს ახალგაზრდა მონათვლას?
● რა მიზეზის გამო შეიძლება იკავებდეს თავს ახალგაზრდა მიძღვნისა და ნათლობისგან?
[ჩანართი 306 გვერდზე]
„საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ მონათლული ვიყავი, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებოდა. ეს უფრო მაფხიზლებდა და ისეთ რამეს არ ვაკეთებდი, რაც კარგს არაფერს მომიტანდა“ (ჰოლი).
[ჩარჩო⁄სურათი 307 გვერდზე]
კითხვები, რომლებიც ხშირად ჩნდება
რისი სიმბოლოა ნათლობა? ნათლობის დროს, ასე ვთქვათ, წყალში ტოვებ საკუთარ „მეს“, რომელიც ეგოისტურ მიზნებს ემსახურებოდა. წყლიდან კი ამოდიხარ იეჰოვას ნების შესასრულებლად.
რას ნიშნავს იეჰოვასთვის თავის მიძღვნა? მიძღვნით ღმერთს ჰპირდები, რომ შენთვის უმთავრესი მისი ნების შესრულება იქნება. ამის შემდეგ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი (მათე 16:24). იეჰოვას თავი უნდა მიუძღვნა ლოცვისას მანამ, სანამ მოინათლები.
რისი გაკეთებაა საჭირო მონათვლამდე? ბიბლიის ნორმებით უნდა ცხოვრობდე და სხვებს შენს რწმენაზე ესაუბრებოდე. რეგულარულად უნდა ლოცულობდე და სწავლობდე ბიბლიას, რათა ღმერთთან ახლო ურთიერთობა გქონდეს. იეჰოვას შენი სურვილით უნდა ემსახურებოდე და არა სხვების ხათრით.
არის ნათლობისთვის ასაკი დადგენილი? ასაკს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა ასაკიც უნდა გიწყობდეს ხელს და საკმაოდ მოწიფულიც უნდა იყო საიმისოდ, რომ კარგად გესმოდეს ნათლობის მნიშვნელობა.
როგორ უნდა მოიქცე, თუ გინდა მონათვლა, მაგრამ მშობლები გეუბნებიან, რომ ჯერ ადრეა? შეიძლება მათ სურთ, უფრო მეტი გამოცდილება შეიძინო. მოუსმინე მათ და ეს დრო გამოიყენე იეჰოვასთან კიდევ უფრო დასაახლოებლად (1 სამუელი 2:26).
[ჩარჩო 308, 309 გვერდებზე]
სამუშაო გვერდი
ფიქრობ მონათვლაზე?
ეს კითხვარი დაგანახვებს, ხარ თუ არა მზად ნათლობისთვის. პასუხების დაწერამდე წაიკითხე მითითებული მუხლები.
დღეს რითი აჩვენებ, რომ ენდობი იეჰოვას? (ფსალმუნი 71:5). ․․․․․
როგორ ამტკიცებ, რომ აღქმის უნარი გაწაფული გაქვს კარგისა და ცუდის გასარჩევად? (ებრაელები 5:14). ․․․․․
რამდენჯერ ლოცულობ დღეში? ․․․․․
ლოცულობ ხოლმე კონკრეტულ საკითხებზე? როგორ გამოხატავ ლოცვებში იეჰოვასადმი სიყვარულს? (ფსალმუნი 17:6). ․․․․․
დაწერე, რა მიზნები გაქვს დასახული ლოცვების გასაუმჯობესებლად. ․․․․․
რამდენ ხანში ერთხელ გაქვს ხოლმე ბიბლიის პირადი შესწავლა? (იესო ნავეს ძე 1:8). ․․․․․
რას იკვლევ ხოლმე პირადი შესწავლის დროს? ․․․․․
დაწერე, რა მიზნები გაქვს დასახული პირადი შესწავლის გასაუმჯობესებლად. ․․․․․
მიზანდასახულად მსახურობ? (მაგალითად: შეგიძლია ბიბლიის ძირითადი სწავლებების ახსნა? ინახულებ განმეორებით მათ, ვინც ინტერესს ავლენს? ყველანაირად ცდილობ ბიბლიის შესწავლის დაწყებას?)
□ დიახ □ არა
მშობლების გარდა სხვებთან ერთადაც დადიხარ საქადაგებლად? (საქმეები 5:42).
□ დიახ □ არა
დაწერე, რა მიზნები გაქვს დასახული მსახურების გასაუმჯობესებლად (2 ტიმოთე 2:15). ․․․․․
რეგულარულად ესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს? (ებრაელები 10:25). ․․․․․
როგორ შეგაქვს შენი წვლილი შეხვედრებში? ․․․․․
მაშინაც ესწრები შეხვედრებს, როცა მშობლები ვერ ახერხებენ წასვლას (თუ გრთავენ ამის ნებას)?
□ დიახ □ არა
ნამდვილად გსიამოვნებს ღვთის ნების შესრულება? (ფსალმუნი 40:8).
□ დიახ □ არა
დაწერე კონკრეტული შემთხვევები, როცა არ მოექეცი თანატოლების ცუდ გავლენაში? (რომაელები 12:2). ․․․․․
რას აპირებ იმისათვის, რომ უფრო მეტად შეიყვარო იეჰოვა? (იუდა 20, 21). ․․․․․
გააგრძელებ იეჰოვას მსახურებას იმ შემთხვევაშიც, თუ შენი მშობლები და მეგობრები მიატოვებენ ღმერთს? (მათე 10:36, 37).
□ დიახ □ არა
[სურათი 310 გვერდზე]
ნათლობა დაქორწინების მსგავსად სერიოზული ნაბიჯია. შენ, ფაქტობრივად, ახალ ცხოვრებას იწყებ.