ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 141
სიცოცხლის სასწაული
1. ახალშობილი თუ წვიმის წვეთი,
მზის სხივები თუ ხორბლის თავთავები,
ეს ყველაფერი გვაჩუქა ღმერთმა,
სასწაულით სიცოცხლე გვინარჩუნდება.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მაშ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ამ ძღვენს
და ამ საჩუქრისთვის მუდამ განვადიდებთ ღმერთს.
ამ ღვთიურ ძღვენს თავად ჩვენ ვერ მოვიპოვებთ,
სასწაული არის ღვთის ძღვენი – სიცოცხლე.
2. ზოგჯერ ხდება, რომ ვიღაც ყრის ფარ-ხმალს,
იმედს კარგავს იობის ცოლის მსგავსად.
ჩვენ კი ყოველდღე ვადიდებთ იაჰს
და სიცოცხლისთვის ვემადლიერებით მას.
(ᲛᲘᲡᲐᲛᲦᲔᲠᲘ)
მაშ, ვაჩვენოთ მუდამ, რომ ძღვენს ვაფასებთ;
რომ გვიყვარს ჩვენ ირგვლივ მყოფნი და ვზრუნავთ მათზე.
ამ ღვთიურ ძღვენს თავად ჩვენ ვერ მოვიპოვებთ,
სასწაული არის ღვთის ძღვენი – სიცოცხლე.
(იხილეთ აგრეთვე იობ. 2:9; ფსალმ. 34:12; ეკლ. 8:15; მათ. 22:37–40; რომ. 6:23)