ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 18
შინაარსიანი მასალა
1 კორინთელები 9:19—23
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ფიქრისკენ აღძარი მსმენელი. მან უნდა იგრძნოს, რომ რაღაც ღირებული ისწავლა.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
დაფიქრდი, რა იცის მსმენელმა. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გაიმეორო ის, რაც მათთვის ცნობილია, დაეხმარე, კარგად ნაცნობ საკითხებს სხვა კუთხით შეხედონ.
გამოიკვლიე და იფიქრე. როცა შესაძლებელია, მთავარი აზრების მხარდასაჭერად მოიხსენიე მსმენელისთვის ნაკლებად ცნობილი ან ახალი შემთხვევა. კარგად დაფიქრდი მასალაზე და დარწმუნდი, რომ ეს შემთხვევა უკავშირდება თემას.
დაანახვე მსმენელს პრაქტიკული ღირებულება. ახსენი, როგორ დაეხმარება მათ ბიბლიური აზრები ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოიხსენიე კონკრეტული სიტუაცია ან ამა თუ იმ საკითხზე ხალხის შეხედულება, რომელიც აქტუალურია მსმენელისთვის.