ქარმი
[შესაძლოა ნიშნავს მევენახეს].
1. რეუბენის ვაჟი და ხანოქის, ფალუსა და ხეცრონის ძმა; ქარმელების წინაპარი. ქარმი იაკობის სახლეულობასთან ერთად წავიდა ეგვიპტეში (დბ. 46:9; გმ. 6:14; რც. 26:6; 1მტ. 5:3).
2. აქანის მამა; იუდასა და თამარის შთამომავალი ზერახისა და ზაბდის ხაზით (იეს. 7:1, 18). 1 მატიანის 4:1-ში „იუდას ვაჟებში“, რომელთა შორის ქარმიც არის მოხსენიებული, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაბადებული შთამომავლებიც იგულისხმებიან (შდრ. 1მტ. 2:4—7).