თავისუფალი ქალი
ქალი, რომელიც მონა არ არის. ბიბლიაში ასე ეწოდება აბრაამის ცოლ სარასა და „ზედა იერუსალიმს“. ისრაელის ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებისა და სინას მთასთან კანონის მიცემიდან ახ. წ. 33 წელს კანონის შეთანხმების გაუქმებამდე იეჰოვა ისრაელს მეორე ცოლივით ეპყრობოდა (იერ. 3:14; 31:31, 32). მაგრამ კანონი ისრაელ ერს თავისუფალი ქალის სტატუსს არ ანიჭებდა, რადგან კანონიდან ჩანდა, რომ ისინი ცოდვის მონები იყვნენ. ამიტომ პავლემ მართებულად შეადარა იმდროინდელი დამონებული იერუსალიმი აბრაამის ხარჭასა და მოახლეს, აგარს, ხოლო იერუსალიმის „შვილები“ ანუ მოქალაქეები, აგარის ვაჟს, ისმაელს. ამის საპირისპიროდ, ღვთის პირველი ცოლი, „ზედა იერუსალიმი“, სარას მსგავსად ყოველთვის თავისუფალი ქალი იყო და მისი შვილებიც თავისუფლები იყვნენ. ადამიანი რომ „ზედა იერუსალიმის“ თავისუფალი შვილი გახდეს და მისი თავისუფლებით გაიხაროს, აუცილებელია, ღვთის ძემ ის ცოდვის მონობიდან გაათავისუფლოს (გლ. 4:22—5:1; ინ. 8:34—36).