გედერა
[ქვის ფარეხი].
1. იუდას ტომის ქალაქი შეფელაში (იეს. 15:20, 33, 36). მიიჩნევენ, რომ გედერა დღევანდელი ჯედირეს ადგილას მდებარეობდა, რომელიც ეშთაოლის სავარაუდო ადგილმდებარეობიდან დას. ჩრდ.-დას.-ით დაახლოებით 22 კმ-ში მდებარეობს. ამ ქალაქის ზოგი მაცხოვრებელი მეთუნე იყო (1მტ. 4:23).
2. სავარაუდოდ, ადგილის სახელწოდება ბენიამინის ტომის ტერიტორიაზე; „გედერათელი იოზაბადის“ მშობლიური მხარე (1მტ. 12:1, 2, 4). ზოგი გეოგრაფის ვარაუდით, გედერა გაბაონის ჩრდ.-აღმ.-ით, 1,5 კმ-ში, დღევანდელი ჯუდეირას ადგილას მდებარეობდა.