ხენადადი
ლევიანი, რომლის შთამომავლები ზერუბაბელის ხელმძღვანელობით ტაძრის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას მეთვალყურეობდნენ (ეზრ. 3:8, 9). ხენადადის ორი შთამომავალი კონკრეტულად არის დასახელებული მათ შორის, ვინც მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის კედლის აღდგენით სამუშაოებში, ხოლო ერთ-ერთმა მისმა შთამომავალმა ბეჭდის დასმით დაადასტურა ნეემიას მმართველობის დროს დადებული მონანიების შეთანხმება (ნემ. 3:17, 18, 24; 9:38; 10:1, 9).