იეკუთიელი
იუდას შთამომავალი, „ზანოახის მამა“ (1მტ. 4:1, 18); სხვა მუხლებში ზანოახი ქალაქის სახელია და არა ადამიანის (იეს. 15:56, 57). ამიტომ იეკუთიელი ზანოახის მამა შეიძლება იმ გაგებით იყო, რომ ამ ქალაქის მკვიდრნი მისი შთამომავლები იყვნენ, ან იმ გაგებით, რომ ქალაქი მისი დაფუძნებული იყო ან თავად იყო მისი პირველი მცხოვრები.