ნემუელი
1. სიმონის ხუთი ვაჟის ჩამონათვალში პირველი და ნემუელელების საგვარეულოს მამამთავარი (რც. 26:12—14; 1მტ. 4:24); იაკობთან ერთად ეგვიპტეში ჩასულთა სიაში ის იემუელად მოიხსენიება (დბ. 46:8, 10; გმ. 6:15).
2. ელიაბის ვაჟი და რეუბენის შვილთაშვილი; მისი ძმები იყვნენ მეამბოხე დათანი და აბირამი, რომლებიც მიწამ ჩაყლაპა (რც. 26:5, 8, 9; კნ. 11:6).