ოჰოლიბა
[ჩემი კარავი (თაყვანისცემისა) მასშია]
ეზეკიელის 23-ე თავში იეჰოვას მოღალატე იერუსალიმი წარმოდგენილია მეძავი ქალის, ოჰოლიბას სახით. მისი სახელის მნიშვნელობა, როგორც ჩანს, გადაკვრით მიანიშნებს იმაზე, რომ იეჰოვას კარავი ანუ საწმინდარი მის ტერიტორიაზე იდგა (შდრ. ოჰოლა). ოჰოლიბამ არ დააფასა ეს უპირატესობა და ვერც თავისი დის, ოჰოლას (სამარიას) მაგალითმა ასწავლა ჭკუა, რომელმაც ორგულობის გამო დაიტეხა თავს უბედურება. ოჰოლიბამ არათუ გააგრძელა ეგვიპტეში დაწყებული მეძაობა, არამედ თავისი საქციელით და უკან ჩამოიტოვა. ის ჩაბმული იყო კერპთაყვანისმცემლობაში, აგრეთვე პოლიტიკურ კავშირებს კრავდა ასურეთთან და ბაბილონთან. საბოლოოდ, წინასწარმეტყველებისამებრ მისმა ყოფილმა საყვარლებმა, ბაბილონელებმა მის წინააღმდეგ გაილაშქრეს და „საშინელ შესახედავად“ აქციეს.