შერებია
[შესაძლოა ნიშნავს: იაჰი [აგზავნის] მწველ სიცხეს].
1. ცნობილი ლევიანი, რომელიც ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმში ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდა (ნემ. 12:1, 8).
2. ლევიანი; მახლის ძე; „გონიერი კაცი“, რომელიც ეზრას მიუყვანეს, რათა იერუსალიმში გაჰყოლოდა მას (ძვ. წ. 468) (ეზრ. 8:17, 18). შესაძლოა ის ეზრას 8:24-ში მოხსენიებული უფროსი მღვდელი იყოს, რომელსაც იერუსალიმში ტაძრისთვის გაღებული ძვირფასი ნივთების წაღება ჰქონდა დავალებული (ეზრ. 8:25—30).
3. ლევიანი, რომელიც ეხმარებოდა ეზრას და მასთან ერთად უკითხავდა და უხსნიდა ღვთის კანონს გალავნის აღდგენის შემდეგ (ძვ. წ. 455) იერუსალიმში შეკრებილ ხალხს (ნემ. 8:2, 7, 8). იმავე თვეში ხალხი კვლავ შეიკრიბა; შერებია მათ შორის იყო, ვინც ხალხს ამ დროს „მტკიცე შეთანხმების“ დადებისკენ მოუწოდა. ამ შეთანხმებით, რომელიც მთელმა ერმა დადო, ისრაელმა იეჰოვას ერთგულება აღუთქვა (ნემ. 9:1, 4, 5, 38). შესაძლოა ის იგივე №2 იყოს, რომელმაც ბეჭდის დასმით დაადასტურა შეთანხმება, ან ამ სახელით ცნობილი რომელიმე საგვარეულოს წარმომადგენელი და, სავარაუდოდ, №1-ის შთამომავალი (ნემ. 10:1, 9, 12; 12:24).