უზიელი
[ძალაა ღმერთი].
1. კეჰათის ვაჟების ჩამონათვალში ბოლო, მეოთხე ვაჟი; ლევის შვილიშვილი; მოსესა და აარონის ბიძა. უზიელის სამი ვაჟი — მიშაელი, ელიცაფანი და სითრი ლევის ტომის საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ (გმ. 6:16, 18, 20, 22; ლვ. 10:4; რც. 3:19, 30; 1მტ. 6:2, 18; 23:12; იხ. უზიელელები).
2. საგვარეულოს თავკაცი ბენიამინის ტომიდან. ბელას ვაჟი ან შთამომავალი (1მტ. 7:6, 7).
3. ლევიანი მუსიკოსი ჰემანის საგვარეულოდან, რომელიც დავითის მიერ დანიშნული მუსიკოსების მე-11 ჯგუფს ხელმძღვანელობდა; მას აზარელიც ეწოდება (1მტ. 25:1, 4, 18).
4. ლევიანი, იედუთუნის შთამომავალი, რომელიც ხიზკიას მეფობის დროს ტაძრის განწმენდაში მონაწილეობდა (2მტ. 29:12, 14, 16).
5. სიმონელი, იშის ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთი, რომელმაც ხიზკიას მეფობის დროს 500 კაცით გაილაშქრა სეირის მთაზე, რათა იქ დარჩენილი ამალეკელები ამოეწყვიტა და მათ ადგილას დასახლებულიყო; ხიზკიას თანამედროვე (1მტ. 4:41—43).
6. ოქრომჭედელი, ხარჰაის ვაჟი, რომელიც ნეემიას მეთვალყურეობით იერუსალიმის გალავნის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდა (ნემ. 3:8).