იეჰოვას მოწმეები — ჭეშმარიტი მქადაგებლები
1 იესო ქრისტემ ყველა თავის მოწაფეს დაავალა ქადაგება, განსაკუთრებით სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის (მათ. 24:14; საქ. 10:42). მისი პირველი მოწაფეები სამეფოს შესახებ ცნობას დაუცხრომლად ქადაგებდნენ არა მარტო თაყვანისმცემლობის ადგილებზე, არამედ კარდაკარ და ყველგან, სადაც კი ადამიანებს ხვდებოდნენ, რითაც მაგალითი დაგვიტოვეს (საქ. 5:42; 20:20). დღეს ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, საქმით ვაჩვენებთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი მქადაგებლები ვართ, რადგან 232 ქვეყანაში ვქადაგებთ და მხოლოდ გასული სამი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანი მოვნათლეთ! რატომ აღწევს ჩვენი სამქადაგებლო საქმე ასეთ წარმატებებს?
2 კეთილი ცნობა აღგვაფრთოვანებს. მქადაგებლები კეთილი ცნობის მაცნეები არიან. ჩვენც, როგორც მქადაგებლებს, იეჰოვას სამეფოს შესახებ ერთადერთი ნამდვილი კეთილი ცნობის, უწყების აღმაფრთოვანებელი უპირატესობა გვაქვს დამწუხრებული კაცობრიობისთვის. გვახარებს იმის წინასწარ ცოდნა, რომ ახალი ცა დამდეგ სამოთხეში სამართლიანად იმმართველებს ახალ მიწაზე, ერთგულ კაცობრიობაზე (2 პეტ. 3:13, 17). მხოლოდ ჩვენ გვაქვს ეს იმედი და გვსურს სხვებსაც გავუზიაროთ.
3 ჭეშმარიტი სიყვარული აღგვძრავს. ქადაგება გადამრჩენი საქმიანობაა (რომ. 1:16). სწორედ ამიტომ გვანიჭებს უდიდეს სიხარულს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელება. როგორც ჭეშმარიტ მქადაგებლებს, გვიყვარს ადამიანები და ეს აღგვძრავს კეთილი ცნობა სხვებსაც გავუზიაროთ — ჩვენს ოჯახებს, მეზობლებს, ნაცნობებს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს. სხვებისადმი ჭეშმარიტ სიყვარულს ყველაზე უკეთესად ამ საქმის მთელი სულით შესრულებით ვავლენთ (1 თეს. 2:8).
4 ღვთის სული გვიჭერს მხარს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ, თუ ვასრულებთ ჩვენს საქმეს — ვთესავთ სამეფოს თესლს და ვრწყავთ — იეჰოვა ‘ზრდის’. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ჩვენს ორგანიზაციაში ასეც ხდება (1 კორ. 3:5–7). სწორედ ღვთის სული გვიჭერს მხარს სამქადაგებლო მსახურებაში და მისი წყალობით ვაღწევთ წარმატებებს (იოვ. 3:1, 2).
5 მეორე ტიმოთეს 4:5-ში მოცემული გამხნევების თანახმად „აკეთე მახარებლის საქმე“, და ყველა ადამიანისადმი სიყვარულის გამო, დაე, აღვიძრათ სამეფოს შესახებ აღმაფრთოვანებელი კეთილი ცნობის საქადაგებლად, დარწმუნებულები, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს საქმიანობას.