გავაკეთებთ ამას ისევ? კიდევ ერთი მოწოდება დამხმარე პიონერობისკენ
1 რა უნდა გავაკეთოთ ისევ? ვიქნებით დამხმარე პიონერები გახსენების საღამოს პერიოდში? 1997 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ თებერვლის ნომრის დანართში ჩვენი ყურადღება მიიპყრო მსხვილი შრიფტით დაბეჭდილმა სათაურმა „საჭიროა 7 000 დამხმარე პიონერი“. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ მოწოდებას სერიოზულად მიიღებდით. როდესაც 1997 წლის მარტში სამქადაგებლო მსახურების ანგარიში შეგროვდა, აღფრთოვანებულები ვიყავით იმის გაგებით, რომ 12 753 პიროვნება გამოეხმაურა ამ მოწოდებას! ამას თუ დავუმატებთ 5 234 საერთო პიონერს და 96 სპეციალურ პიონერს, აღმოვაჩენთ, რომ მაუწყებლებიდან დაახლოებით 16% ყოფილა პიონერულ მსახურებაში. გავაკეთებთ ამას ისევ ამ გახსენების საღამოს პერიოდში?
2 ჩვენ გულთბილ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დამატებითი ძალები მოახმარა თავიანთი სამქადაგებლო მსახურების გაზრდას გასული წლის გაზაფხულზე. ნათელია, ყოველი თქვენგანი აღძრული იყო იეჰოვა ღმერთისა და მოყვასისადმი უანგარო სიყვარულით (ლუკ. 10:27; 2 პეტ. 1:5–8). სხვადასხვა პირობებში მყოფმა მაუწყებლებმა თავიანთი საქმეები ისე მოაწყვეს, რომ დამხმარე პიონერად მსახურება შესძლებოდათ. ერთ კრებაში, ერთდროულად, 51 მაუწყებელი მსახურობდა დამხმარე პიონერად, მათ შორის იყო უხუცესების უმეტესობა, დედა, რომელსაც წლისა და სამი თვის გოგონა ჰყავდა, და, რომელმაც თავისი სამუშაო მიატოვა და იშოვა ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო, რომ პიონერობა შესძლებოდა და აგრეთვე მოხუცებული და, რომელიც არასდროს ყოფილა პიონერი. სარაიონო ზედამხედველმა დაწერა: „სამქადაგებლო მსახურებას დიდ ძალისხმევას ახმარენ. . . ეს არა მხოლოდ უბანზე ახდენს ზეგავლენას, არამედ კრებებშიც ენთუზიაზმია. ძმები გახარებულები არიან, რადგან მსახურებისას არა მარტო უფრო კარგად ეცნობიან ერთმანეთს, არამედ მსახურებაში კარგი შედეგებიც აქვთ“.
3 გასული წლის გაზაფხულზე არც ახალგაზრდები იყვნენ გამონაკლისი. ერთი 13 წლის მოუნათლავი მაუწყებელი მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როცა იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად უნდა მონათლულიყო. თებერვალში მოინათლა, მარტში კი დამხმარე პიონერობაზე დაწერა განცხადება. აი, რას იხსენებს ის: „უკვე არაფერი მიშლიდა ხელს, მაშინვე შევავსე განცხადების ბლანკი. . . მრავალი მშვენიერი შემთხვევა არ გვექნებოდა, თქვენ რომ სიყვარულით არ მოგეწოდებინათ პიონერად მსახურება. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მომცა უპირატესობა, ვყოფილიყავი იმ 7 000-ს შორის, ვინც ამ მოწოდებას გამოეხმაურა“. მან მიზნად დაისახა, კვლავ იმსახუროს პიონერად.
4 შესაძლოა შენ იმ 12 735-ს შორის იყავი, ვინც გასული წლის მარტში დამხმარე პიონერად მსახურობდა, ან აპრილში 11 221-ს შორის, ან კიდევ მაისში 9 728-ს შორის. ამ წელსაც გააკეთებ იმავეს? თუ გასული წლის გაზაფხულზე ვერ შეძელი პიონერად მსახურება, იქნებ წელს მოახერხო? გადავაჭარბებთ 12 735-ს, მათ რიცხვს, რომლებიც 1997 წლის მარტში დამხმარე პიონერებად მსახურობდნენ?
5 ყურადღება გაამახვილე აპრილსა და მაისზე. წელს გახსენების საღამო შაბათს, 11 აპრილს, აღინიშნება და აპრილში სამქადაგებლო მსახურების გაზრდის საუკეთესო საშუალებაა (2 კორ. 5:14, 15). თვის პირველი 11 დღის განმავლობაში, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმდენი დაინტერესებულის დაპატიჟებას, რამდენიც შესაძლებელია, რომ დაესწროს გახსენების საღამოს. თუ აპირებ იმსახურო დამხმარე პიონერად, განცხადება კარგა ხნით ადრე დაწერე (1 კორ. 14:40).
6 რადგან მაისში ხუთი შაბათ-კვირაა, მაუწყებლებს, რომლებიც სკოლაში დადიან ან სრული სამუშაო დღე მუშაობენ, შეიძლება უფრო გაუადვილდეთ დამხმარე პიონერად მსახურება ამ თვეში. ხუთივე შაბათ-კვირას ათ-ათი საათი სამქადაგებლო მსახურებაში ყოფნის შემდეგ შენ მხოლოდ დამატებითი 10 საათი დაგჭირდება, რომ 60 საათი იქადაგო.
7 აპრილსა და მაისში გავავრცელებთ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ეს უფრო მეტ ჩვენგანს გაამხნევებს, რომ დავიწყოთ პიონერული მსახურება. რატომ ვამბობთ ასე? იმიტომ რომ, ჟურნალებით მსახურება ადვილია და სასიამოვნო. მათი გამოყენება ყველა სახის მსახურებაში შეიძლება — კარდაკარ, მაღაზიებში, ისევე როგორც ქუჩებსა და ავტოსადგომებზე, პარკებში და სხვა არაფორმალური დამოწმების დროს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მხარს უჭერენ სამეფოს ჭეშმარიტებას. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ბიბლიის წინასწარმეტყველების შესრულებაზე და ადასტურებენ, რომ ღვთის სამეფო მმართველობს. ისინი აგრეთვე მკითხველთა ცხოვრებაზე მოქმედებს და ხსნის, თუ რა ესაჭიროებათ ადამიანებს სინამდვილეში. თუ დავუფიქრდებით, როგორი ზეგავლენა მოახდინა ამ ძვირფასმა ჟურნალებმა ჩვენს ცხოვრებაზე, აღძრული ვიქნებით, შეძლებისდაგვარად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ გავრცელებაში აპრილსა და მაისში.
8 ჟურნალებით ამ გაძლიერებული დამოწმებისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოყვანილი სტატიების განხილვა: « „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ჭეშმარიტების დროული ჟურნალები» (br7). „გამოიყენე ჟურნალები საუკეთესო სახით“ („ჩვენი სამეფო მსახურება“ 1995 წლის სექტემბერი [რუს.]. „თვითონ მოამზადე შეთავაზებები ჟურნალების გასავრცელებლად“ („ჩვენი სამეფო მსახურება“ 1996 წლის ოქტომბერი).
9 უხუცესებო, გამოიჩინეთ ინიციატივა. უხუცესებმა ერთ კრებაში უამრავი მაუწყებლის დასახმარებლად, რომლებიც გასული წლის გაზაფხულზე პიონერად მსახურობდნენ, დანიშნეს თვის ერთი შაბათი, როგორც სპეციალური დღე სამქადაგებლო მსახურებისთვის, რომელშიც მთელ კრებას უნდა მიეღო მონაწილეობა. აგრეთვე ორგანიზება გაეწია დღეში რამდენიმე შეხვედრის ჩატარებას, რამაც კრების ყველა წევრს საშუალება მისცა სხვადასხვა სახის დამოწმებაში მიეღო მონაწილეობა. ეს შეიცავდა საქმიან უბნებზე, ქუჩაში დამოწმებას, კარდაკარ მსახურებას, განმეორებით მონახულებას, წერილების დაწერას და ტელეფონით ქადაგებას. შედეგი თვალსაჩინო იყო, ერთი დღის განმავლობაში 117 მაუწყებელმა მიიღო სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა. იქადაგეს 521 საათი და გაავრცელეს 617 ჟურნალი, ბროშურა და წიგნი! შაბათის შთაბეჭდილებები კვირასაც გაჰყვათ, რადგანაც საჯარო შეხვედრასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე დასწრების შეუდარებელი მონაცემები იყო.
10 ყოველ სამსახურებრივ შეხვედრაზე აპრილსა და მაისში, კრებაში უნდა გაკეთდეს განცხადება იმის შესახებ, თუ სად და როდის იქნება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები ჩატარებული მომდევნო კვირას, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ დამატებითი შეხვედრები იქნება დაგეგმილი ჩვეულებრივი განრიგის გარდა. სრული დროით პიონერებმა და მათ, ვინც არ არიან დამხმარე პიონერები, შეძლებისდაგვარად, მხარი უნდა დაუჭირონ ამ ღონისძიებებს.
11 სამსახურებრივი ზედამხედველი უნდა შეხვდეს იმ ძმას, რომელიც უბნებს ანაწილებს, რათა მიღებული იქნეს ზომები იმ უბნებში, რომლებიც იშვიათად მუშავდება. მეტი ყურადღება შეიძლება დაეთმოს მათ მონახულებას, ვინც სახლში არ იყო, აგრეთვე ქუჩებსა და მაღაზიებში დამოწმებას. ხაზი უნდა გაესვას საღამოს დამოწმებას განსაკუთრებით იქ, სადაც საათი წინ არის გადაწეული აპრილის პირველ კვირას. აპრილისა და მაისისთვის ჟურნალების საკმაო მარაგი უნდა იყოს გამოწერილი მსახურების მოსალოდნელი ზრდისთვის.
12 ბევრი მაუწყებელი პრაქტიკას მიიღებს. დამხმარე პიონერად მსახურებისთვის განცხადების ბლანკის პირველი წინადადება ასე ჟღერს: „იეჰოვასადმი ჩემი სიყვარულისა და სურვილის გამო, რომ დავეხმარო სხვებს ისწავლონ მის შესახებ და მისი სიყვარულით აღსავსე განზრახვების შესახებ, მსურს, გავზარდო ჩემი მონაწილეობა საველე მსახურებაში და ვიმსახურო დამხმარე პიონერად“. იეჰოვას მიმართ სიყვარულსა და სხვებისადმი სულიერ დახმარებაზეა დაფუძნებული ჩვენი მიძღვნა. დამხმარე პიონერი რომ გახდეს, პიროვნება ჯერ მონათლული უნდა იყოს, კარგი ზნეობრივი ნორმები უნდა ჰქონდეს და შეეძლოს 60 საათი სამქადაგებლო მსახურებას მიუძღვნას თვის განმავლობაში. გარემოების გათვალისწინებით ზოგიერთ ჩვენგანს, ვინც არასდროს ყოფილა დამხმარე პიონერი, შეუძლია ეს მიმდინარე წლის აპრილში ან მაისში გააკეთოს?
13 კრებაში შეიძლება ბევრმა იფიქრა, რომ შეძლებდა პიონერად მსახურებას, რადგან ხედავდა, რომ ისინი, ვინც იყო მათ მსგავს ვითარებაში, ეწერებოდნენ ამ რიგებში. მოსწავლეებმა, ხნიერებმა, სრული სამუშაო დღით მომუშავეებმა და სხვებმა, უხუცესებისა და სამსახურებრივი თანაშემწეების ჩათვლით, წარმატებით იმსახურეს დამხმარე პიონერებად. დიასახლისმა და დედამ, რომელიც მუშაობს სრული სამუშაო დღით, შეძლო ექადაგა 60 საათი, გაევრცელებინა 108 ჟურნალი და დაეწყო 3 ბიბლიის შესწავლა ერთი თვის განმავლობაში დამხმარე პიონერად მსახურების დროს. როგორ მოახერხა? მან გამოიყენა სამსახურის შესვენება, დაემოწმებინა ახლოს მდებარე უბანზე, ამოწმებდა წერილების მეშვეობით და ქადაგებდა ავტოსადგომსა და ქუჩაში. ის აგრეთვე ეფექტურად იყენებდა დასვენების დღეს კრებასთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებით. თუმცა, თავიდან ის ფიქრობდა, რომ დამხმარე პიონერობა მისთვის მიუღწეველი მიზანი იყო, სხვების მიერ წახალისებითა და პრაქტიკული განრიგით, ეს დაბრკოლება გადალახა.
14 იესო თავის მოწაფეებს არწმუნებდა: „ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათ. 11:30). ეს იყო „სასწავლო სტატიების“ მე-8 ნომერში მოცემული გამამხნევებელი სტატიის სათაური. ეს სტატია მოგვითხრობს დაზე, რომელსაც სრული სამუშაო დღიანი სამსახური ჰქონდა, მკაცრი მოთხოვნებით. ფიქრობდა ის, რომ მისთვის დამხმარე პიონერად მსახურება მიუწვდომელი იყო? არა. სინამდვილეში ის თავს ართმევდა დამხმარე პიონერობას ყოველ თვე. რატომ? რადგანაც ის გრძნობდა, რომ პიონერული მსახურება წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ადამიანებისთვის დახმარების გაწევა ღვთის ჭეშმარიტების გაცნობით და იმისი დანახვა, რომ ისინი ცხოვრებაში ღვთის მოსაწონ ცვლილებებს ახდენენ, მისი გადატვირთული ცხოვრების სიხარულის უდიდეს წყაროს წარმოადგენდა (იგავ. 10:22).
15 ნებისმიერი პირადი მსხვერპლი ან ცვლილებები, რომელიც ზოგიერთს სჭირდება დამხმარე პიონერად მსახურებისთვის, განსაკუთრებით ჯილდოვდება ღვთის კურთხევებით. ერთმა დამ დაწერა თავისი პიონერული მსახურების შესახებ: „ის დამეხმარა, მარტო საკუთარ თავზე არ მეფიქრა და უფრო მეტი ყურადღება გამემახვილებინა სხვების დახმარებაზე. . . მე ვურჩევ, იმსახურონ პიონერად მათაც, ვისაც შეუძლია ეს“.
16 ეს კარგ განრიგს მოითხოვს. ამ დანართის ბოლო გვერდზე ვიმეორებთ იმ განრიგის ნიმუშს, რომელიც გამოქვეყნებული იყო 1997 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ თებერვლის ნომერში. შეიძლება ერთ-ერთი მათგანი შენი ვითარებისთვის შესაფერისი იყოს. განხილვისას ანგარიში გაუწიე შენს ყოველთვიურ საქმიანობას. რა ოჯახური საქმეების გაკეთება შეგიძლია პიონერული მსახურების დაწყებამდე, ან შეგიძლია მათი დროებით გადადება? შეგიძლია ის დრო, რომელსაც გართობას და დასვენებას უთმობ ან კიდევ სხვა თავისუფალი დრო, შეამცირო? 60 საათს, რომელიც მოითხოვება, ზერელედ არ უყურო, არამედ დაგეგმე ყოველდღიური და ყოველკვირეული განრიგი. დამხმარე პიონერისთვის ყოველდღე 2 საათის ან კვირაში 15 საათის ქადაგებაა საჭირო. შეხედე განრიგის ნიმუშებს, შემოხაზე ის, რომელიც შეგიძლია შეუსატყვისო შენს პირად გეგმას და რომელიც უკეთესი იქნება შენთვის და შენი ოჯახისთვის.
17 კრებაში კარგი გამოხმაურება და დამატებითი მხარდაჭერა გამოვლინდა გასული წლის გაზაფხულზე, რომელიც რეგულარული პიონერი დის ენთუზიაზმით დაწერილ სიტყვებში ჩანს: „დიდად გმადლობთ იმ სიყვარულით აღსავსე გამხნევებისთვის, რომ დამატებითი ძალების გამოყენება შეგვეძლო დამხმარე პიონერად მსახურებისას. . . თქვენი შემოთავაზებული განრიგი ბევრს დაეხმარა, რომლებიც არასდროს ყოფილან პიონერები, გაეგოთ, რომ მათაც შეუძლიათ ეს. . . დიდად ბედნიერი ვარ, რომ ვეკუთვნი იეჰოვას ორგანიზაციას და მივყვები ერთგული და გონიერი მონის სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობას“.
18 იგავნის 21:5 გვარწმუნებს: „მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს“. იგავნის 16:3 კი მოგვიწოდებს: „შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები“. დიახ, იეჰოვას მიმართ ლოცვით მიღებული გადაწყვეტილებითა და მიზნის მისაღწევად მასზე მტკიცე მინდობით შევძლებთ, შევასრულოთ დამხმარე პიონერობა. შეიძლება ერთი ან ორი თვით დამხმარე პიონერად მსახურების შემდეგ ვნახოთ, თუ რა წარმატებულია ჩვენი განრიგი და დამხმარე პიონერად მსახურებისთვის განცხადებაში მოცემულ ჩარჩოში აღვნიშნოთ, რომლის შემდეგაც ვკითხულობთ: „აქ აღნიშნე, თუ გსურს რეგულარულად იმსახურო დამხმარე პიონერად მომდევნო შეტყობინებამდე“. შეგვიძლია აგვისტოშიც დავგეგმოთ დამხმარე პიონერობა; ამ თვეში 5 შაბათ-კვირაა. რადგან სამსახურებრივ წელს აგვისტოში ვამთავრებთ, თითოეული დიდ ძალისხმევას მოახმარს სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებას.
19 იესომ იწინასწარმეტყველა: „ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს“ (იოან. 14:12). ჩვენი სასიხარულო უპირატესობაა, ვემსახუროთ ღმერთს, როგორც მისი თანამშრომლები, როდესაც ეს წინასწარმეტყველება გრანდიოზულად სრულდება. ახლა დროა კეთილი ცნობა უდიდესი ინტერესით ვიქადაგოთ, მოვივაჭროთ შესაფერისი დრო ამ საქმის შესასრულებლად (1 კორ. 3:9; კოლ. 4:5). რაც შეიძლება ხშირად დამხმარე პიონერად მსახურება ჩინებული საშუალებაა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამეფოს შესახებ ქადაგებაში. ჩვენ მოუთმენლად მოველით ვნახოთ, თუ რა დიდებულად შეასხამენ ხოტბას გახსენების საღამოს პერიოდში დამხმარე პიონერები უფალს (ფსალმ. 26:6). გასული წლის გაზაფხულის შედეგების გახსენებისას გვაინტერესებს „შევძლებთ კვლავ ამის გაკეთებას?“ დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ!
[ჩარჩო 3 გვერდზე]
შეგიძლია იმსახურო დამხმარე პიონერად?
„როგორი პირადი ვითარებებიც არ უნდა გქონდეს, თუ მონათლული ხარ, კარგი ზნეობრივი ნორმები გაქვს, შეგიძლია, ორგანიზება გაუკეთო მოთხოვნის შესრულებას, იქადაგო თვეში 60 საათი და, თუ დარწმუნებული ხარ, რომ შეგიძლია ერთი ან მეტი თვის განმავლობაში იმსახურო დამხმარე პიონერად, კრების უხუცესები დიდი სიამოვნებით განიხილავენ შენს განცხადებას მსახურების ამ უპირატესობისთვის“ („ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“ 114 გვერდი [რუს.]).
[ჩარჩო 5 გვერდზე]
დამხმარე პიონერის გეგმები
ნიმუში სამქადაგებლო მსახურებაში ყოველკვირეულად 15 საათის დასაგეგმად
ყოველი დილა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
კვირამ შეიძლება ნებისმიერი დღის მაგივრობა გასწიოს.
დღე პერიოდი საათები
ორშაბათი დილა 21⁄2
სამშაბათი დილა 21⁄2
ოთხშაბათი დილა 21⁄2
ხუთშაბათი დილა 21⁄2
პარასკევი დილა 21⁄2
შაბათი დილა 21⁄2
საათების ჯამი: 15
ორი სრული დღე
შეიძლება ამოირჩეს კვირის ნებისმიერი ორი დღე
დღე პერიოდი საათები
ოთხშაბათი მთელი დღე 71⁄2
შაბათი მთელი დღე 71⁄2
საათების ჯამი: 15
ორი საღამო და შაბათ-კვირები
შეიძლება ამოირჩეს კვირის ნებისმიერი ორი საღამო
დღე პერიოდი საათები
ორშაბათი საღამო 11⁄2
ოთხშაბათი საღამო 11⁄2
შაბათი მთელი დღე 8
კვირა ნახევარი დღე 4
საათების ჯამი: 15
სამუშაო დღეების შუადღის პერიოდები და შაბათი
კვირამ შეიძლება ნებისმიერი დღის მაგივრობა გასწიოს
დღე პერიოდი საათები
ორშაბათი შუადღე 2
სამშაბათი შუადღე 2
ოთხშაბათი შუადღე 2
ხუთშაბათი შუადღე 2
პარასკევი შუადღე 2
შაბათი მთელი დღე 5
საათების ჯამი: 15
ჩემი მსახურების პირადი გეგმა
ყოველი პერიოდისთვის დაადგინე საათების რაოდენობა
დღე პერიოდი საათები
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა
საათების ჯამი: 15