მიჰბაძე იეჰოვას სიკეთეში
1 როდესაც საუცხოო მზის ჩასვლას ვუყურებთ ან გემრიელ საკვებს მივირთმევთ, განა არ ვართ აღძრულნი, რომ მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვასადმი, ყოველი სიკეთის წყაროსადმი? იეჰოვას სიკეთე კიდევ უფრო აღგვძრავს იმისაკენ, რომ მივბაძოთ მას (ფსალმ. 118:66, 68; ეფეს. 5:1). როგორ შეგვიძლია ამ თვისების გამოვლენა?
2 ურწმუნოების მიმართ. ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია იეჰოვას მივბაძოთ სიკეთეში, არის გულწრფელი ინტერესის გამოვლენა არა მარტო თანამორწმუნეების მიმართ, არამედ მათდამიც, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს (გალ. 6:10, სსგ). ამის შედეგად შეიძლება კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ სხვებს იეჰოვას მოწმეებსა და იმ ცნობაზე, რომელსაც გადავცემთ.
3 მაგალითად, ერთი ახალგაზრდა ძმა ექიმთან მიღებაზე იცდიდა პოლიკლინიკაში. მის გვერდით იჯდა ხანში შესული ქალი, რომელიც, როგორც ეტყობოდა, ძალიან ავად იყო. როდესაც ძმის შესვლის ჯერი დადგა, მან თავისი რიგი ამ ქალს დაუთმო. მოგვიანებით ის კვლავ შეხვდა მას, ამჟამად მაღაზიაში. ქალბატონი ძალიან გახარებული იყო მისი ნახვით. მან აღნიშნა, რომ ადრე დადებითად არ ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას; ახლა კი დაინახა, რომ იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად უყვართ მოყვასი. მასთან დაწყებულ იქნა ბიბლიის საშინაო შესწავლა.
4 ძმების მიმართ. იეჰოვას იმ მხრივაც მივბაძავთ სიკეთეში, თუ თანამორწმუნეებს დავეხმარებით. უბედურების დროს პირველები ვართ მათ შორის, ვინც დახმარებას უწევს ძმებს. იმავე სულს ვავლენთ, როცა ვეხმარებით მათ, ვისაც უჭირს ტრანსპორტის გარეშე შეხვედრებზე დასწრება. აგრეთვე, როდესაც ვინახულებთ სუსტი ჯანმრთელობის მქონე და-ძმებს, ვფართოვდებით სიყვარულში და უკეთ ვეცნობით მათ, ვისაც კრებაში კარგად არ ვიცნობთ (2 კორ. 6:11—13; ებრ. 13:16).
5 იეჰოვა სიკეთეს იმითაც ავლენს, რომ „შემბრალე“ ანუ მიმტევებელია (ფსალმ. 85:5). მას რომ მივბაძოთ, ჩვენც უნდა გამოვავლინოთ სიკეთე და მიმტევებლები ვიყოთ სხვების მიმართ (ეფეს. 4:32). ეს დაგვეხმარება, რომ თანამორწმუნეებთან გვქონდეს ‘კარგი და საამური’ ურთიერთობა (ფსალმ. 132:1—3).
6 დაე იეჰოვას უსაზღვრო სიკეთემ აღგვძრას, სიხარულით განვადიდოთ ის. დაე ამან აღგვძრას ვეცადოთ, მივბაძოთ მას სიკეთის გამოვლენით ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ (ფსალმ. 144:7; იერ. 31:12, აქ).