კარდაკარ ქადაგება
1. რა კითხვა წამოიჭრება კარდაკარ ქადაგებასთან დაკავშირებით და რატომ?
1 «დღეს ყველა, ვისაც აქვს ჭეშმარიტების სხვადასხვა გზით ქადაგების გამოცდილება, დაადასტურებს, რომ კარდაკარ ქადაგება, „ათასწლეულის დასაწყისის“გავრცელებასთან ერთად, ჭეშმარიტების გავრცელების ყველაზე ეფექტური საშუალებაა». ეს სიტყვები, რომლებიც 1893 წლის 1 ივლისის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ეწერა, ყურადღებას ამახვილებდა კარდაკარ ქადაგების მნიშვნელობაზე. იეჰოვას მოწმეებს მთელ მსოფლიოში კარდაკარ ქადაგებით ცნობენ. დღესაც ეფექტურია ქადაგების ეს მეთოდი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ ქვეყანაში უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება ხალხი სახლში?
2. რა ბიბლიური საფუძველი არსებობს კარდაკარ ქადაგებისთვის?
2 ბიბლიური საფუძველი და მნიშვნელობა: კარდაკარ ქადაგებას ბიბლიური საფუძველი აქვს. იესომ 70 მოწაფე ორ–ორად გაანაწილა და კარდაკარ საქადაგებლად გაგზავნა (ლუკ. 10:5—7). ბიბლია მოგვითხრობს, თუ რით იყვნენ დაკავებულნი მოწაფეები იესოს სიკვდილიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ: „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას“ (საქ. 5:42). მოციქული პავლეც გულმოდგინედ ასწავლიდა სხვებს კარდაკარ (საქ. 20:20).
3. რა უპირატესობები აქვს კარდაკარ ქადაგებას?
3 კარდაკარ ქადაგება სასიხარულო ცნობის გავრცელებაში დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის გვაძლევს ღირსეულთა რეგულარულად და ორგანიზებულად „ძებნის“ შესაძლებლობას (მათ. 10:11). ჩვეულებრივ, სახლში ყოფნისას ადამიანი უფრო თავისუფლად გრძნობს თავს. ადამიანთან პირისპირ საუბარი — მისი ხმის მოსმენა, სახის გამომეტყველებისა და ოჯახური ვითარების დანახვა — საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, რა აინტერესებს და რა აღელვებს მას. როგორც წესი, კარდაკარ ქადაგებისას უფრო მეტად გვაქვს შესაძლებლობა შედარებით ხანგრძლივი საუბრებისთვის.
4. რა დაგვეხმარება იმაში, რომ კარდაკარ ქადაგება უფრო ნაყოფიერი იყოს?
4 მზად იყავი ცვლილებების მოსახდენად: მოციქული პავლე მზად იყო „სასიხარულო ცნობისთვის“ ცვლილებების მოსახდენად (1 კორ. 9:23). ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ქადაგების გეგმა, რათა იმ დროს მივაკითხოთ ხალხს, როცა მათი სახლში ყოფნის მეტი ალბათობაა — მაგალითად, საღამოს, შაბათ-კვირას ან დასვენების დღეებში. ჩაიწერეთ, თუ ვინ არ დაგხვდათ სახლში და ეცადეთ, კვლავ მიაკითხოთ მათ სხვა დღეს ან სხვა დროს.
5. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ კარდაკარ ქადაგებაში მათ, ვისაც ცუდი ჯანმრთელობა აქვს?
5 კარდაკარ ქადაგება მათაც კი შეუძლიათ, ვისაც ცუდი ჯანმრთელობა აქვს. შეგვიძლია დავგეგმოთ ასეთი და–ძმების თან წაყვანა ისეთ უბნებზე, სადამდეც მათ არ გაუჭირდებათ მისვლა. ერთ დას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ნახევარ საათში მხოლოდ ერთ კართან შეეძლო მისვლა. მიუხედავად ამისა, მას დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა ჯგუფთან ერთად კარდაკარ ქადაგება.
6. რატომ უნდა ვიქადაგოთ კარდაკარ რეგულარულად?
6 კარდაკარ ქადაგებისას კვლავ ბევრ ცხვრისმაგვარ ადამიანს ვხვდებით. ერთ მაუწყებელს მობინადრემ, რომელთანაც კარდაკარ მივიდა, უთხრა: „მობრძანიდით. მე ვიცი, ვინ ხართ. ღმერთს ვთხოვდი, ვინმე გამოეგზავნა დასახმარებლად და სწორედ ამ დროს კაკუნის ხმა გავიგე. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა და თქვენ გამოგგზავნათ“. შედეგები ცხადყოფს, რომ იეჰოვა აკურთხებს ქადაგების ამ მეთოდს (მათ. 11:19). დაე კარდაკარ ქადაგება კვალვაც შენი მსახურების განუყოფელი ნაწილი იყოს.