გაქვს სამქადაგებლო უბანი?
1 სამქადაგებლო უბანი არის ის ტერიტორია, რომელიც დასამუშავებლად გეძლევა. ის შეიძლება იქ მდებარეობდეს, სადაც მალე მიხვალ და მარტო ან სხვა მაუწყებელთან ერთად იქადაგებ. მართალია, ჯგუფურ ქადაგებაში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა მხრივ არის სასარგებლო, მაგრამ პირადი უბნის დამუშავებით უფრო საფუძვლიანად ქადაგებ, რაც დამხმარეა კრებისთვის განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მას დიდი ტერიტორიები აქვს (საქ. 10:42).
2 სარგებლობა: ზოგმა შენიშნა, რომ სამუშაოსთან ახლოს სამქადაგებლო უბნის აღებაც ეფექტურია, რადგან სადილის შესვენების დროს ან სამუშაოს დამთავრებისთანავე შესაძლებელია ქადაგება. ზოგი ოჯახი დაახლოებით ერთ საათს ქადაგებს უბანზე თავიანთ სამეზობლოში წიგნის შესწავლის დაწყებამდე. თუ შენი უბანი შენთან ახლოს მდებარეობს, განმეორებითი მონახულებების გაკეთებისას და ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას დაგეზოგება დრო, ენერგია და სახსრები. რადგან ნაკლებ დროში მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ზოგს სამქადაგებლო უბანი დაეხმარა, დამხმარე პიონერად ან პიონერად დაეწყო მსახურება. გარდა ამისა, უბნის დამუშავებისას ეცნობი მობინადრეებს და შესაძლებლობა გეძლევა მათი ნდობა მოიპოვო, შენი შეთავაზებები მათ მდგომარეობას შეუსაბამო და უფრო მეტს მიაღწიო მსახურებაში.
3 ერთ დას, რომელიც ახლა პიონერად მსახურობს, სარაიონო ზედამხედველმა ურჩია, სამქადაგებლო უბანი აეღო. ის ყვება: „მე გავითვალისწინე ეს რჩევა და მალევე დავუახლოვდი ჩემს უბანზე მცხოვრებ ხალხს. მობინადრეებთან მათთვის ხელსაყრელ დროს მივდიოდი. შედეგად, განმეორებითი მონახულებების რიცხვი, რომლებსაც ერთი თვის განმავლობაში ვაკეთებდი, 35-დან 80-მდე გაიზარდა და ახლა ბიბლიის შვიდ შესწავლას ვატარებ“.
4 როგორ შეგიძლია უბნის აღება? თუ უბნის აღება გსურს, მიაკითხე უბნებზე პასუხისმგებელ ძმას. სთხოვე სხვა მაუწყებელს, გამოგყვეს უბანზე საქადაგებლად. გააკეთე ჩანაწერები, ვინ არ დაგხვდა სახლში. ეცადე, უბანი ოთხ თვეში დაამუშაო. თუ ამის გაკეთება გიძნელდება, დახმარებისთვის წიგნის შესწავლის ზედამხედველს ან სხვა ვინმეს მიმართე. ოთხი თვის ბოლოს შეგიძლია დააბრუნო დამუშავებული უბანი ან სთხოვო ძმებს, რომ ისევ შენ დაამუშაო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე უბანი სულ შენ ამუშაო. დამუშავებული უბანი ჩააბარე ძმას, რომ სხვა მაუწყებელმა აიღოს. თუ ისეთ კრებაში მსახურობ, რომლის ტერიტორიაც არ არის დიდი და ნაკლებად შესაძლებელია მთლიანი უბნის აღება, სთხოვე წიგნის შესწავლის ზედამხედველს, რომ დასამუშავებლად უბნის რომელიმე ნაწილი მოგცეს.
5 ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო დავალება გვაკისრია, ვუქადაგოთ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს“ (მათ. 24:14). ეს კარგ ორგანიზებას მოითხოვს. როგორც ჯგუფურად, ისე საკუთარ უბანზე ქადაგებით სასიხარულო ცნობას რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუზიარებთ.
[სასწავლო კითხვები]
1. რა არის სამქადაგებლო უბანი?
2. რა მხრივ არის სასარგებლო საკუთარი სამქადაგებლო უბანი?
3. რა შედეგები მოჰყვა ერთი დის მიერ სამქადაგებლო უბნის აღებას?
4. როგორ ავიღოთ და დავამუშაოთ უბანი?
5. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვიქადაგოთ და, ამგვარად, ჩვენზე დაკისრებული დავალება შევასრულოთ?