სიამე ნახე შენს გარჯაში
1. რამ შეიძლება დაგვაკარგვინოს გულმოდგინება მსახურებაში?
1 ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სიამე ენახა თავის გარჯაში (ეკლ. 2:24). მაგრამ, თუ მსახურებაში კარგ შედეგებს ვერ ვაღწევთ, გულგატეხილობამ შეიძლება წაგვართვას სიხარული და დაგვაკარგვინოს გულმოდგინება. რა დაგვეხმარება დადებითი განწყობის შენარჩუნებაში?
2. რატომ უნდა გვქონდეს რეალური მოლოდინი მსახურებაში გამოხმაურებაზე?
2 გქონდეს რეალური მოლოდინი. გახსოვდეს, რომ იესოს ქადაგებას ცოტა თუ ეხმაურებოდა, მაგრამ მისი მსახურება უდავოდ წარმატებული იყო (იოან. 17:4). იესომ თავის იგავში მთესველზე აღნიშნა, რომ ადამიანების უმრავლესობა არ მიიღებდა სამეფოს შესახებ ცნობას (მათ. 13:3—8, 18—22). მიუხედავად ამისა, ჩვენი გულმოდგინე შრომით ბევრის გაკეთებას შევძლებთ.
3. როგორ შეგვიძლია „ნაყოფის გამოღება“ მაშინაც კი, თუ ჩვენს ქადაგებას ცოტა ეხმაურება?
3 როგორ გამოვიღოთ ბევრი ნაყოფი. იესოს იგავის თანახმად, ის, ვინც გამოეხმაურება ცნობას, „ნაყოფს გამოიღებს“ (მათ. 13:23). გაზრდილი და დამწიფებული ხორბლის ნაყოფი ღერო კი არ არის, არამედ ახალი თესლი. ამიტომ ნაყოფში, რომელიც წარმატებულ ქრისტიანებს გამოაქვთ, მაინცდამაინც ახალი მოწაფეები არ იგულისხმება. ნაყოფში იგულისხმება გამრავლებული სამეფოს თესლი ანუ ჩვენ მიერ გავრცელებული სამეფოს შესახებ ცნობა. შედეგად, გვაქვს კმაყოფილების გრძნობა იმის მიუხედავად, გვეხმაურება ხალხი თუ არა. ჩვენ იეჰოვას სახელის განწმენდაში ვმონაწილეობთ (ეს. 43:10—12; მათ. 6:9). ვხარობთ, რომ ვართ ღვთის თანამშრომლები (1 კორ. 3:9). ასეთი „ბაგეთა ნაყოფი“ სიამოვნებს იეჰოვას (ებრ. 13:15, 16).
4. რა შედეგები შეიძლება მოყვეს ჩვენს მსახურებას, რაც შესაძლოა, ჩვენ ვერ დავინახოთ?
4 ჩვენ შეიძლება ვერ დავინახოთ ის შედეგები, რომლებიც ჩვენს გარჯას მოაქვს. შესაძლოა, ზოგიერთი, ვინც იესოს უსმენდა, არ გამხდარა მისი მოწაფე იესოს ზეცად ამაღლებამდე. მსგავსადვე, როცა სამეფოს თესლს ვთესავთ, შეიძლება ამ თესლმა ადამიანის გულში დიდი ხნის შემდეგ გაიდგას ფესვი და ისე გახდეს ქრისტიანი, რომ ჩვენ ვერ გავიგოთ. მართლაც, ქადაგებით ბევრი მიიღწევა. მაშ, მოდი, გამოვიღოთ ბევრი ნაყოფი და ვიყოთ იესოს მოწაფეები (იოან. 15:8).