იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
რას ვსწავლობთ ბიბლიის წიგნ „იონადან“?
იეჰოვამ თავის სიტყვაში შემოგვინახა ერთგული მამაკაცებისა და ქალების ისტორიები, რათა მათ მაგალითზე გვესწავლა (რომ. 15:4). რა ისწავლე ბიბლიის წიგნ „იონადან“? უყურე ვიდეორგოლს „ოჯახთან ერთად თაყვანისცემა: იონა — ვისწავლოთ იეჰოვას გულმოწყალების მაგალითიდან“, და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
როგორც ვიდეოდან გამოჩნდა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა სამი მაუწყებელი?
როგორ დაგვეხმარება იონას მაგალითზე დაფიქრება, თუ შეგვაგონეს ან კრებაში პასუხისმგებლობები დავკარგეთ? (1 სამ. 16:7; იონ. 3:1, 2).
როგორ გვეხმარება იონას შესახებ მონათხრობი, რომ დადებითად ვიყოთ განწყობილი ჩვენს უბნებზე მცხოვრები ხალხის მიმართ? (იონ. 4:11; მათ. 5:7).
როგორ გვანუგეშებს იონას შემთხვევა, თუ ქრონიკული დაავადებით ვიტანჯებით? (იონ. 2:1, 2, 7, 9).
რატომაა ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ეს ამ ვიდეოდან გამოჩნდა?