ღვთის სიტყვის საუნჯე | მათე 25
„იფხიზლეთ“
მიუხედავად იმისა, რომ იესომ იგავი ათ ქალწულზე ცხებული მიმდევრების საყურადღებოდ მოიყვანა, ამ იგავის მორალი ყველა ქრისტიანს ეხება (w15 3/15 12—16). „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათ. 25:13). იცი ამ იგავის მნიშვნელობა?
ნეფე (მუხლი 1) — იესო.
გონიერი ქალწულები, რომლებიც მზად იყვნენ (მუხლი 2) — ცხებული ქრისტიანები, რომლებიც მომზადებული არიან თავიანთი დავალების შესასრულებლად და ქვეყნიერების აღსასრულამდე ანათებენ, როგორც მნათობები (ფილ. 2:15).
შეძახილი: „ნეფე მოდის!“ (მუხლი 6) — იესოს მოსვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
უგუნური ქალწულები (მუხლი 8) — ნეფის შესაგებებლად გამოსული ცხებული ქრისტიანები, რომლებიც სიფხიზლეს კარგავენ და ორგულები ხდებიან.
გონიერი ქალწულები სხვებს არ უწილადებენ ზეთს (მუხლი 9) — საბოლოო ბეჭდის დასმის შემდეგ ერთგული ცხებულები ვეღარ დაეხმარებიან მათ, ვინც ორგული გახდა.
„მოვიდა ნეფე“ (მუხლი 10) — დიდი გასაჭირის მიწურულს იესო გასასამართლებლად მოდის.
გონიერი ქალწულები ნეფესთან ერთად შედიან საქორწილო წვეულებაზე და კარი იკეტება (მუხლი 10) — იესო თავს უყრის ერთგულ ცხებულებს ზეცაში, ორგულები კი ვერ იღებენ ზეციურ ჯილდოს.