იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
„გახსოვდეთ ლოტის ცოლი“
ბიბლია არაფერს ამბობს, სოდომიდან გაქცევის დროს რატომ მიიხედა უკან ლოტის ცოლმა (დაბ. 19:17, 26). იესოს სიტყვები მიანიშნებს, რომ შესაძლოა ლოტის ცოლს გული წყდებოდა ქონებაზე, რაც სოდომში დატოვა (ლუკ. 17:31, 32). რა დაგვეხმარება, რომ მასავით ჩვენც არ დავკარგოთ ღვთის კეთილგანწყობა? ჩვენი უმთავრესი მიზანი არ უნდა იყოს მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა (მათ. 6:33). იესომ თქვა, რომ ვერ ვიქნებით „ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24). რის გაკეთება გვმართებს, თუ ვატყობთ, რომ მატერიალური ნივთები უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, ვიდრე სულიერი საკითხები? ლოცვაში უნდა ვთხოვოთ იეჰოვას გამჭრიახობა, რათა დავინახოთ, რა ცვლილებები უნდა მოვახდინოთ და, აგრეთვე, გაბედულება და ძალა ამ ცვლილებების მოსახდენად.
გაიხსენე ეპიზოდები ფილმიდან „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
როგორ აისახა მეტის მოხვეჭის სურვილი ლორას აზროვნებაზე, საუბარსა და საქციელზე?
რატომ არის დღეს ჩვენთვის გამაფრთხილებელი ის, რაც ლოტის ცოლს დაემართა?
როგორ დაეხმარა ჯონის და მის ოჯახს ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება?
როგორ აისახა ანას სულიერ მდგომარეობაზე თანამშრომლებთან ურთიერთობა?
რატომ გვჭირდება გაბედულება, როცა გვიბიძგებენ, გამდიდრებისკენ ვისწრაფოთ?
როგორ შეძლეს ბრაიანმა და ლორამ, სულიერი საქმეები კვლავაც პირველ ადგილზე დაეყენებინათ?
რომელი ბიბლიური პრინციპები დაინახეთ ამ ვიდეოდან?