ქრისტიანული ცხოვრება
იყავი თავმდაბალი, როცა გაქებენ
ძალიან გვამხნევებს, როცა გულწრფელად და სწორი მოტივებით გვაქებენ (იგავ. 15:23; 31:10, 28). თუმცა ამ დროს სიფრთხილე გვმართებს, რომ არ გავამაყდეთ და თავი დიდი ვინმე არ გვეგონოს.
უყურე ვიდეორგოლს „იყავით იესოსავით ერთგული, როცა გაქებენ“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რის გამო შეიძლება შეგვაქონ?
რის გამო შეაქეს ძმებმა სერგეი?
საიდან გამოჩნდა, რომ ძმებს ზედმეტი მოუვიდათ?
რისი სწავლა შეგიძლია სერგეის თავმდაბლური პასუხიდან?