სქოლიო
b სურათის აღწერა: და რეგულარულად მიმართავს იეჰოვას ლოცვით. მას მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს ლოცვის ჩვევა. მან ახალგაზრდობიდანვე დაიწყო პიონერად მსახურება და ხშირად სთხოვდა იეჰოვას ლოცვაში, რომ ეკურთხებინა მისი მსახურება. წლების შემდეგ, როცა მისი მეუღლე ძალიან ავად გახდა, ის გულმხურვალედ სთხოვდა იეჰოვას ძალას განსაცდელთან გასამკლავებლად. დღეს ის ქვრივია და კვლავაც განაგრძობს ლოცვას იმაში დარწმუნებული, რომ ზეციერი მამა უპასუხოდ არ დატოვებს მის სათხოვარს. მას ეჭვი არ ეპარება, რომ იეჰოვა დღესაც ისევე შეისმენს მის ლოცვებს, როგორც მანამდე ისმენდა.