-
შემოქმედების უძველესი მატიანე — სანდოა ის?არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
მეორე და მესამე „დღე“
სანამ შემოქმედი ხმელეთს გამოაჩენდა მესამე შემოქმედებით „დღეს“, მან ასწია წყლების გარკვეული რაოდენობა. შედეგად, დედამიწა წყლის ორთქლმა დაფარაc. უძველესი მატიანე არ აღწერს ამისთვის გამოყენებულ მექანიზმებს, რაც არ არის აუცილებელი. ნაცვლად ამისა, ბიბლია ყურადღებას ამახვილებს სივრცეზე, რომელიც წარმოიქმნა ზემოთა და ქვემოთა წყლებს შორის. ის ამ სივრცეს ცას უწოდებს. ადამიანები დღესაც კი იყენებენ ამ სიტყვას ატმოსფეროს იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ფრინველები და თვითმფრინავები დაფრინავენ. თანდათანობით ღმერთმა ეს ატმოსფერული ცა აავსო სიცოცხლისთვის აუცილებელი აირების ნარევით.
-
-
შემოქმედების უძველესი მატიანე — სანდოა ის?არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
c წყლების ასაწევად და სიმაღლეზე მათ გასაჩერებლად შემოქმედს შეეძლო გამოეყენებინა ბუნებრივი პროცესები. ნოეს დღეებში სწორედ ეს წყლები ჩამოიღვარა დედამიწაზე (დაბადება 1:6–8; 2 პეტრე 2:5; 3:5, 6). ანთროპოლოგები ადასტურებენ, რომ ამ ისტორიულმა მოვლენამ წაუშლელი კვალი დატოვა გადარჩენილებსა და მათს შთამომავლობაზე. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში შემონახულია წარღვნის შესახებ ცნობები, რომლებშიც ეს მოვლენაა ასახული.
-