-
რატომ არსებობს ბოროტება დღემდე?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
-
-
ევამ ღვთის მითითება გაუმეორა, მაგრამ სატანამ უთხრა: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“.
-
-
რატომ არსებობს ბოროტება დღემდე?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
-
-
გესმით, რამდენად სერიოზულად იყო საქმე? ეშმაკი ღმერთს დაუპირისპირდა. თავის სიტყვებში სატანამ იგულისხმა, რომ სწორისა და არასწორის გასარჩევად ადამსა და ევას არ სჭირდებოდათ იეჰოვას კარნახი. მან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უფლებამოსილება, ემმართველა ადამიანებზე. ამგვარად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი, რომელიც სატანამ წამოჭრა, ეხებოდა იეჰოვას მმართველობის უფლებას.
-
-
რატომ არსებობს ბოროტება დღემდე?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 სექტემბერი
-
-
სატანამ ისიც უთხრა ევას: „იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის [აკრძალული ხის] ნაყოფს, თვალი აგეხილებათ [ადამსა და ევას] და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“ (დაბადება 3:5). ამ ცბიერი სიტყვებით სატანამ აფიქრებინა ადამიანებს, რომ მათ შეეძლოთ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ. სატანის ნათქვამიდან ისე ჩანდა, თითქოს ღვთისგან დამოუკიდებლად ადამიანები უკეთესად იცხოვრებდნენ. გამართლდა მისი ნათქვამი?
მთელი ისტორიის მანძილზე ერთი იმპერია მეორეს ცვლიდა. ადამიანებმა მმართველობის ყველანაირი ფორმა მოსინჯეს, მაგრამ მათი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა. დაახლოებით 3 000 წლის წინ ბიბლიის ერთმა მწერალმა სწორად დაასკვნა, რომ „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). წინასწარმეტყველი იერემიაც წერდა, რომ „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ამ სიტყვების ჭეშმარიტება ბოლოდროინდელმა მეცნიერულმა და ტექნიკურმა მიღწევებმაც კი ვერ გააბათილა. პირიქით, დრომ მხოლოდ დაამტკიცა მათი უტყუარობა.
-