-
„მოთმინებას დაასრულებინეთ თავისი საქმე“საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
-
-
12. რას ვსწავლობთ ქერუბიმებისგან?
12 ქერუბიმები. ქერუბიმები, სულიერ ქმნილებათა შორის პირველები, რომლებიც ადამიანებმა იხილეს, იმის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ, თუ როგორ გავართვათ მოთმინებით თავი რთულ დავალებებს. როგორც ბიბლია გვაუწყებს, იეჰოვა ღმერთმა „ედემის ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ დაეცვა სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა“[2] (დაბ. 3:24). მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ღმერთს ეს ქერუბიმები ამ დავალების შესასრულებლად არ შეუქმნია, ვინაიდან იეჰოვას განზრახვაში ნამდვილად არ შედიოდა ის, რომ ადამიანებს შეეცოდათ და მის წინააღმდეგ წასულიყვნენ. ამის მიუხედავად, ბიბლიაში გაკვრითაც კი არაა ნახსენები, რომ ამ მაღალი რანგის სულიერ ქმნილებებს ეს დავალება შეუფერებლად მიეჩნიათ. მათ ამ დავალების შესრულება არ მობეზრებიათ. ქერუბიმებმა დაკისრებული დავალება ბოლომდე ერთგულად შეასრულეს; ისინი ამ დავალებას სავარაუდოდ, წარღვნამდე, 1 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ასრულებდნენ.
-
-
„მოთმინებას დაასრულებინეთ თავისი საქმე“საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
-
-
[2] (მე-12 აბზაცი) ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რამდენი ქერუბიმი ასრულებდა ამ დავალებას.
-