-
თავგანწირულებისა და ერთგულების მაგალითისაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ნოემბერი
-
-
დღე, რომელიც, როგორც ყოველთვის, ხვნით დაიწყო, ახალგაზრდა მიწათმოქმედ ელისეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღედ იქცა. მინდორში მუშაობის დროს მოულოდნელად ეწვია ისრაელის გამოჩენილი წინასწარმეტყველი ელია. ‘ნეტა რა უნდა?’ — შეიძლება, დაინტერესდა ელისე. მას პასუხისთვის დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. იმის მისანიშნებლად, რომ ერთ მშვენიერ დღეს მის საქმეს ელისე განაგრძობდა, ელიამ თავისი მოსასხამი გადაუგდო. ელისემ დააფასა ეს მიწვევა; მაშინვე მიატოვა მინდორში მუშაობა, რათა ელიას მსახური გამხდარიყო (მესამე მეფეთა 19:19–21).
-
-
თავგანწირულებისა და ერთგულების მაგალითისაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ნოემბერი
-
-
როცა ელიამ განსაკუთრებული მსახურებისთვის მიიწვია ელისე, მან დაუყოვნებლივ მიატოვა მინდორი, რათა მომსახურებოდა ისრაელის გამოჩენილ წინასწარმეტყველს. როგორც ჩანს, ის მოსამსახურის საქმეებსაც ასრულებდა, რადგან მასზე ნათქვამია: „ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად“c (მეოთხე მეფეთა 3:11). მიუხედავად ამისა, ელისე თავის მსახურებას დიდ პატივად თვლიდა და ელიას ერთგული იყო.
ღვთის მრავალი თანამედროვე მსახური მსგავსად ავლენს თავგანწირულ სულისკვეთებას. ზოგმა დატოვა თავისი „მინდორი“, სარჩო-საბადებელი, რათა ემცნო სახარება დაშორებულ ტერიტორიებში ან ემსახურა ბეთელის ოჯახში. სხვები საზღვარგარეთ გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სამშენებლო პროექტების განხორციელებაში. მრავალი კი დათანხმდა თითქოს უმნიშვნელო დავალებების შესრულებაზე. მაგრამ არც ერთი სამუშაო არ არის უმნიშვნელო, რაც კი იეჰოვასთვის კეთდება. იეჰოვა აფასებს ყველა თავისი მსახურის შრომას, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი საქმის შესასრულებლად და აკურთხებს მათ თავგანწირულ სულისკვეთებას (მარკოზი 10:29, 30).
-