ᲔᲜᲝᲨᲘ
[მოკვდავი კაცი]
შეთის ვაჟი, რომელიც მას 105 წლის ასაკში შეეძინა. ენოში 90 წლისა იყო, როდესაც კენანი შეეძინა. მან 905 წელი იცოცხლა (დბ. 5:6—11). მისი სახელი მოხსენიებულია 1 მატიანის 1:1-სა და ლუკას 3:38-ში მოცემულ გენეალოგიაში. მის „დროს დაიწყეს იეჰოვას სახელის ხსენება“ (დბ. 4:26). როგორც ჩანს, ამაში არ იგულისხმებოდა იეჰოვას სახელის რწმენით მოხმობა და წმინდა თაყვანისმცემლობაში მისი გამოყენება, როგორც ამას აბელი ენოშის დაბადებამდე 105 წლით ადრე აკეთებდა. ზოგიერთი ებრაელი სწავლულის აზრით, ამ მუხლში უნდა ეწეროს: „დაიწყეს შეურაცხყოფით“ ხსენება ან „დაიწყო შეურაცხყოფა“. ენოშის დღეებზე იერუსალიმის თარგუმში ნათქვამია: «ამ თაობის დროს დაიწყეს ცოდვის ჩადენა და კერპების კეთება; თავიანთ კერპებს ისინი „უფლის სიტყვას“ უწოდებდნენ». იმ დროს ადამიანები შეიძლება იეჰოვას სახელს ირქმევდნენ ან მათ უწოდებდნენ, ვისი მეშვეობითაც ვითომდა უახლოვდებოდნენ ღმერთს თაყვანისცემისას, ან ღვთის სახელით კერპებს მოიხსენიებდნენ.