საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გიყვარდეთ!
    დაუახლოვდი იეჰოვას
    • 8. როგორ გვეხმარება ერთმანეთთან ურთიერთობაში სულგრძელობა?

      8 „სიყვარული სულგრძელია“. სიყვარული მთელი გულით პატიებას გულისხმობს (კოლოსელები 3:13). განა არ გვჭირდება პატიება?! ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, მხარდამხარ გვიწევს მსახურება. ამიტომაც, ბუნებრივია, დროდადრო ან ჩვენ გაგვაღიზიანებენ თანაქრისტიანები, ან ჩვენ გავაღიზიანებთ მათ. პატიება კი იმ მცირე უსიამოვნებების მოგვარებაში დაგვეხმარება, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობისას გვხვდება, და კრებაში სიმშვიდეს შეგვანარჩუნებინებს.

      9. როგორ შეგვიძლია სიკეთის გაკეთება?

      9 „სიყვარული კეთილია“. სიკეთე პრაქტიკულ დახმარებასა და კეთილ სიტყვებში ვლინდება. სიყვარული აღგვძრავს, სიკეთის კეთების შესაძლებლობები ვეძებოთ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. მაგალითად, შეიძლება ხანდაზმულ მარტოხელა თანამორწმუნეს სჭირდებოდეს გამხნევება. მარტოხელა დედას და ურწმუნო ნათესავებთან ერთად მცხოვრებ დასაც დასჭირდება მხარდაჭერა. ავადმყოფს ან სხვა გასაჭირში მყოფსაც დაეხმარება ერთგული მეგობრის კეთილი სიტყვები (იგავები 12:25; 17:17). როდესაც საკუთარი ინიციატივით ვაკეთებთ სიკეთეს, წრფელ სიყვარულს ვავლენთ (2 კორინთელები 8:8).

  • გიყვარდეთ!
    დაუახლოვდი იეჰოვას
    • 15. რა არის შური და როგორ დაგვეხმარება სიყვარული, არ გაგვიჩნდეს ეს გამანადგურებელი გრძნობა?

      15 „სიყვარულს არ შურს“. შური დაგვამწუხრებს იმის გამო, რაც სხვებს აქვთ — იქნება ეს ნივთები, ღვთის კურთხევა თუ რაღაც განსაკუთრებული უნარი. შური ეგოისტური და გამანადგურებელი გრძნობაა, რომელსაც კრებაში სიმშვიდის დარღვევა შეუძლია. რა დაგვეხმარება შურისკენ მიდრეკილების აღმოფხვრაში? (იაკობი 4:5). სიყვარული. ეს ძვირფასი თვისება შეგვაძლებინებს, ვიხაროთ მასთან ერთად, ვინც ჩვენზე მეტს აღწევს (რომაელები 12:15). სიყვარული დაგვეხმარება, ღირსება არ შეგველახოს, როდესაც ვინმეს აქებენ.

      16. რატომ მოვერიდებით იეჰოვასთვის მსახურებაში მიღწეული წარმატებით კვეხნას, თუ ნამდვილად გვიყვარს ძმები?

      16 „სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს“. სიყვარულის გამო თავს ვიკავებთ საკუთარი ნიჭითა და მიღწევებით ტრაბახისგან. თუ ნამდვილად გვიყვარს ძმები, არ ვიტრაბახებთ სამქადაგებლო მსახურებაში მიღწეული წარმატებითა და კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობით. ასეთი კვეხნა ძმებს გულს გაუტეხს და დაამცირებს. სიყვარული ნებას არ გვრთავს, ვიტრაბახოთ იმით, რასაც ღვთის ნებით ვაკეთებთ მისთვის (1 კორინთელები 3:5—9). სიყვარული ხომ „არ ყოყოჩობს“ ანუ, როგორც ერთ თარგმანშია ნათქვამი, სიყვარულს ხომ „საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვს“. სიყვარული გვეხმარება, თავი დიდ ვინმედ არ მოგვქონდეს (რომაელები 12:3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2027)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება