-
წუხილით სავსე დები, რომლებმაც „ისრაელის სახლი ააშენეს“საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ოქტომბერი
-
-
კიდევ ერთი შემთხვევა, რაც რახელსა და ლეას შორის მეტოქეობის მაჩვენებელია, ლეას ვაჟის, რეუბენის მიერ ნაპოვნ მანდრაგორებს უკავშირდება. ძველად ფიქრობდნენ, რომ ეს ხილი ჩასახვას უწყობდა ხელს. რახელმა ლეას რამდენიმე მანდრაგორი სთხოვა, რაზეც ლეამ გესლიანად მიუგო: „ის არ გეყოფა, ქმარი რომ წამართვი, ახლა კი ჩემი ვაჟის მოტანილ მანდრაგორებსაც მართმევ?!“. ზოგის აზრით, ლეას სიტყვები იმას ნიშნავს, რომ იაკობი უფრო ხშირად რახელთან იყო, ვიდრე ლეასთან. ალბათ, რახელმა დაინახა ლეას მწუხარების მიზეზი და მიუგო: „შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ დღეს ღამით შენთან დაწვება იგი“. ამიტომ, როცა იაკობი საღამოს სახლში დაბრუნდა, ლეა შეეგება და უთხრა: „დღეს ღამით ჩემთან უნდა დაწვე ჩემი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ“ (დაბადება 30:15, 16).
-
-
წუხილით სავსე დები, რომლებმაც „ისრაელის სახლი ააშენეს“საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ოქტომბერი
-
-
რახელს მანდრაგორებმაც ვერაფერი უშველა. ქორწინებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ გაუჩნდა რახელს ვაჟი, იოსები; მაშინ, როცა იეჰოვამ „გაიხსენა“ და უპასუხა მის ლოცვას. მხოლოდ მაშინ შეძლო რახელმა იმის თქმა, რომ ‘სირცხვილი მოაშორა’ ღმერთმა! (დაბადება 30:22—24)
-