-
სიდონი, სიდონელებიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ფინიკიის სანაპიროს რამდენიმე ნავსადგურიდან ორი სიდონს ეკუთვნოდა, რის გამოც სიდონი სავაჭრო ცენტრად იქცა. იქ თავს იყრიდნენ ქარავნები; ვაჭრები თავიანთ საქონელს ხმელთაშუა ზღვით შემოტანილ საქონელში ცვლიდნენ. სიდონში შეხვდებოდით მდიდარ ვაჭრებს, მარჯვე ზღვაოსნებსა და ძლიერ მენიჩბეებს (ეს. 23:2; შდრ. ეზკ. 27:8, 9). სიდონელებს სახელი ჰქონდათ განთქმული შუშის წარმოებით, ქსოვილების ქსოვითა და ღებვით, აგრეთვე, ხე-ტყის დამზადებით (1მფ. 5:6; 1მტ. 22:4; ეზრ. 3:7).
-
-
ზებულონიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ტომის მემკვიდრეობა. ზებულონის ტომის მემკვიდრეობაზე სიკვდილის წინ პატრიარქმა იაკობმა თქვა: „ზღვის პირას დამკვიდრდება ზებულონი, იმ ნაპირზე, სადაც გემები ღუზას უშვებენ, და შორეული მხარე სიდონისკენ იქნება მიმართული“ (დბ. 49:13). ვინაიდან სიდონი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარეობდა და ზებულონის ტერიტორია სიდონისკენ იყო მიმართული, ზებულონის სამკვიდრო ჩრდილოეთით უნდა ყოფილიყო. თუმცა პირდაპირ ზღვა არ ესაზღვრებოდა, ზებულონის ტერიტორია აღმოსავლეთით გალილეის ზღვასა და დასავლეთით ხმელთაშუა ზღვას შორის მდებარეობდა, რის გამოც ზებულონელებისთვის ორივე ზღვა ადვილად მისადგომი იყო. ამგვარად, მათ ადვილად შეეძლოთ სავაჭრო საქმეში ჩაბმა, რაზეც შეიძლება მოსეს წარმოთქმული კურთხევის სიტყვები მიანიშნებდეს: „ზებულონ, იხარე გასვლისას!“ (კნ. 33:18).
-