-
აშერიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
აშერი
[ბედნიერი, ბედნიერება]
1. იაკობის მერვე ვაჟი და ლეას მოახლე ზილფასგან შეძენილი ორი ვაჟიდან მეორე (დბ. 35:26). აშერის ერთადერთი ღვიძლი ძმა გადი იყო. 1 მატიანის 7:30-ში მოხსენიებულია აშერის ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, თუმცა მის ცოლზე არაფერია ნათქვამი. მიუხედავად იმისა, რომ აშერი იაკობის 12 ვაჟს შორის არცთუ ისე გამორჩეული იყო, სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა მას უწინასწარმეტყველა, რომ უხვი საკვებით იქნებოდა კურთხეული (დბ. 49:20). აშერის შთამომავლების ისტორია ადასტურებს ამ წინასწარმეტყველების შესრულებას.
-
-
აშერიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ქანაანში შესვლამდე მოსემაც იწინასწარმეტყველა, რომ აშერს ნაყოფიერი მიწა შეხვდებოდა. მასზე ხატოვანი ენით იყო ნათქვამი, რომ ზეთში ჩადგამდა ფეხს (კნ. 33:24, 25; შდრ. იობ. 29:6). მათი სამკვიდრო ტერიტორია გადაჭიმული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ველებზე ქარმელის მთის სამხრეთიდან, ქალაქ დორის ქვემოდან სიდონამდე, პალესტინის ჩრდილოეთ საზღვრამდე (იეს. 17:7—11; 19:24—31). ეს ტერიტორია მოიცავდა ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი მიწების ნაწილს, სადაც უხვად მოდიოდა ზეთისხილი და უხვად ჰქონდათ ზეთი. ამ მიწაზე მოყვანილი სხვადასხვა ნუგბარით მეფის სუფრას ამარაგებდნენ (დბ. 49:20; კნ. 33:24). ზებულონისა და ნაფთალის ტერიტორიები აშერის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობდა, ხოლო მენაშესა და ისაქარის ტერიტორიები — სამხრეთ და სამხრ.-აღმ. საზღვართან.
-