საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 173
  • როდის შექმნა ღმერთმა სამყარო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როდის შექმნა ღმერთმა სამყარო?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის თვალსაზრისი
  • 24-საათიანი მონაკვეთებისგან შედგებოდა ექვსი შემოქმედებითი დღე?
  • როგორ განვითარდა მოვლენები ექვსი შემოქმედებითი დღის მანძილზე?
  • მეცნიერულად ზუსტია წიგნი „დაბადება“?
  • როდის შეიქმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები?
  • ბიბლიის თანახმად, რამდენ წელს ითვლის დედამიწა?
  • რას გვიმჟღავნებს ბიბლია?
    გამოიღვიძეთ! — 2021
  • ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?
    გამოიღვიძეთ! — 2006
  • მეცნიერება და „დაბადებაში“ ჩაწერილი ინფორმაცია
    თავისით გაჩნდა სიცოცხლე?
  • შემოქმედების საიდუმლო მჟღავნდება
    გამოიღვიძეთ! — 2014
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 173
პლანეტები და ვარსკვლავები

როდის შექმნა ღმერთმა სამყარო?

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როდის დაიწყო ღმერთმა სამყაროს შექმნა ან რამდენ ხანს გაგრძელდა ეს პროცესი. ბიბლიაში უბრალოდ წერია: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). ღვთის სიტყვა არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიქმნა სამყარო, თუმცა წიგნ „დაბადებაში“ მოცემული მოვლენების თანმიმდევრობა იმაზე მიუთითებს, რომ ეს ექვსი შემოქმედებითი დღის დაწყებამდე მოხდა.

  • 24-საათიანი მონაკვეთებისგან შედგებოდა ექვსი შემოქმედებითი დღე?

  • როგორ განვითარდა მოვლენები ექვსი შემოქმედებითი დღის მანძილზე?

  • მეცნიერულად ზუსტია წიგნი „დაბადება“?

  • როდის შეიქმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები?

  • ბიბლიის თანახმად, რამდენ წელს ითვლის დედამიწა?

24-საათიანი მონაკვეთებისგან შედგებოდა ექვსი შემოქმედებითი დღე?

არა. კონტექსტიდან გამომდინარე, ბიბლიაში სიტყვა „დღე“ სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდზე მიუთითებს. მაგალითად, ერთ-ერთ მუხლში მთლიანი შემოქმედებითი პერიოდი ერთ დღედ მოიხსენიება (დაბადება 2:4).

როგორ განვითარდა მოვლენები ექვსი შემოქმედებითი დღის მანძილზე?

ღმერთმა „უფორმო და უდაბური“ დედამიწა საცხოვრებელად ვარგის ადგილად აქცია (დაბადება 1:2). ამის შემდეგ კი სიცოცხლის არაერთი ფორმა შექმნა. ბიბლია შემდეგი თანმიმდევრობით აღწერს ექვსი შემოქმედებითი დღის მანძილზე მომხდარ მოვლენებს:

  • სინათლე და სიბნელე

    პირველი დღე: დედამიწაზე სინათლე გამოჩნდა, რამაც დღე-ღამის მონაცვლეობა განაპირობა (დაბადება 1:3—5).

  • ცა და ზღვა

    მეორე დღე: ღმერთმა წარმოქმნა სივრცე, ანუ დედამიწაზე არსებული წყლები გამიჯნა დედამიწის ზემოთ არსებული წყლებისგან (დაბადება 1:6—8).

  • ხმელეთი და მცენარეები

    მესამე დღე: დედამიწაზე გამოჩნდა ხმელეთი; ღმერთმა მცენარეებიც აღმოაცენა (დაბადება 1:9—13).

  • დედამიწიდან დანახული ციური მნათობები

    მეოთხე დღე: დედამიწის ზედაპირიდან შესაძლებელი გახდა ციური მნათობების — მზის, მთვარისა და ვარსკვლავების — დანახვა (დაბადება 1:14—19).

  • ზღვის ბინადრები და ცის ფრინველები

    მეხუთე დღე: ღმერთმა შექმნა ზღვის ბინადარნი, აგრეთვე ფრინველები (დაბადება 1:20—23).

  • ცხოველები და ადამიანი

    მეექვსე დღე: ღმერთმა ცხოველები და ადამიანი შექმნა (დაბადება 1:24—31).

მეექვსე დღის შემდეგ ღმერთმა დაისვენა თავისი საქმისგან, ანუ შეწყვიტა შემოქმედებითი საქმიანობა (დაბადება 2:1, 2).

მეცნიერულად ზუსტია წიგნი „დაბადება“?

მეცნიერებისგან განსხვავებით, ბიბლია სამყაროს წარმოშობას დეტალურად არ აღწერს. მასში სამყაროს წარმოშობა ისეა აღწერილი, რომ ბიბლიურ დროში მცხოვრებთაც კი შეეძლოთ გაეგოთ, თუ რა თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები. ბიბლიის მონათხრობი არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ ფაქტებს. მაგალითად, ასტროფიზიკოსი რობერტ ჯესტროუ წერს: «მართალია, დეტალები განსხვავდება, მაგრამ სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებული ასტრონომიული და ბიბლიის „დაბადებისეული“ ვერსიები ერთმანეთს ეთანხმება ძირითად საკითხებში. ადამიანის გაჩენას წინ უძღოდა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოვლენების უეცარი და მოულოდნელი განვითარება».

როდის შეიქმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები?

ფრაზა, „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა“, იმაზე მიუთითებს, რომ ციური მნათობებიც მაშინ შეიქმნა (დაბადება 1:1). თუმცა მათი სინათლე ვერ აღწევდა დედამიწის ზედაპირზე, რადგან მისი ატმოსფერო მკვრივი იყო (დაბადება 1:2). მართალია, პირველ შემოქმედებით დღეს გაბნეული სინათლე შესამჩნევი გახდა, მაგრამ შეუძლებელი იყო სინათლის წყაროს დადგენა. მეოთხე შემოქმედებით დღეს ატმოსფერო, როგორც ჩანს, გაიწმინდა. ბიბლია ამბობს, რომ ამ დღიდან მოყოლებული ციური მნათობები ანათებენ დედამიწას, ანუ ციური მნათობები დედამიწიდანაც გახდა შესამჩნევი (დაბადება 1:17).

ბიბლიის თანახმად, რამდენ წელს ითვლის დედამიწა?

ბიბლია არაფერს ამბობს დედამიწის ასაკზე. დაბადების 1:1-ში უბრალოდ წერია, რომ ფიზიკურ სამყაროს, მათ შორის დედამიწას, ჰქონდა დასაწყისი. ბიბლიის თვალსაზრისი არ ეწინააღმდეგება არც მეცნიერულ ფაქტებს და არც მეცნიერთა გამოთქმულ ვარაუდებს დედამიწის ასაკთან დაკავშირებით.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება