-
სიცოცხლეწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სასიცოცხლო ძალა და სუნთქვა. ფიზიკურ ქმნილებებში ანუ „სულებში“ არის სასიცოცხლო ძალა, რომელიც მათ აცოცხლებს, და სუნთქვა, რომელიც ამ სასიცოცხლო ძალას უნარჩუნებს. სასიცოცხლო ძალაცა და სუნთქვაც ღვთისგან არის ნაბოძები და ღმერთს შეუძლია ორივეს წართმევა, რაც სიცოცხლის შეწყვეტას გამოიწვევს (ფს. 104:29; ეს. 42:5). წარღვნის დროს ადამიანები და ცხოველები დაიხრჩვნენ; მათ სუნთქვა შეწყვიტეს და სასიცოცხლო ძალა დაკარგეს. «მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა [„რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში“, სსგ], რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა — ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო» (დბ. 7:22; იხ. სული (II)).
-
-
სული (I)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანს „ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა [ნეშამაჰ]“, მაგრამ იმავეს არ ამბობს ცხოველებზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის შექმნა უფრო დეტალურადაა აღწერილი, ვიდრე ცხოველების. გარდა ამისა, დაბადების 7:21—23-ში, სადაც საუბარია წარღვნის დროს „ყოველი ხორციელის“ განადგურებაზე, ადამიანებთან ერთად ცხოველებიც არიან ნახსენები: „მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა], რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა — ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო“. როგორც ჩანს, სიცოცხლის სუნთქვა ცხოველებსაც შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა მისცა.
ადამიანის სასიცოცხლო ძალაც ანუ სულიც (ებრ. რუახ, ბერძ. პნევმა) არაფრით განსხვავდება ცხოველის სასიცოცხლო ძალისგან, რაზეც ეკლესიასტეს 3:19—21-ც მოწმობს, სადაც ვკითხულობთ: „ყველას ერთი სული [ვერუახ] აქვს“.
სული — ცოცხალი არსება. როგორც ზემოთ ითქვა, ადამიანი „ცოცხალ სულად იქცა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავად იყო სული. მას არ ჰქონია არამატერიალური, უსხეულო და უხილავი სული. პავლე მოციქულს დაბადების 2:7-დან ციტატა მოჰყავს 1 კორინთელების 15:45—47-ში: «წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული [ფსიქენ ზოსან]“ ... პირველი კაცი მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი». მისი ნათქვამი იმაზე მოწმობს, რომ ქრისტიანული სწავლება არაფრით განსხვავდებოდა ებრაული წერილების სწავლებისგან.
როგორც „დაბადება“ ცხადყოფს, ფიზიკური სხეული და სიცოცხლის სუნთქვა არის ის, რაც ადამიანს ან ცხოველს ცოცხალ სულად აქცევს. ფრაზა «რაც სუნთქავდა, რასაც სასიცოცხლო ძალა [სიტყვასიტყვით „სულის სუნთქვა“ (რუახ)] ჰქონდა» (დბ. 7:22) იმის მაჩვენებელია, რომ ყველა ქმნილებას, ადამიანსა თუ ცხოველს, სასიცოცხლო ძალას ანუ „სულს“ ჰაერი უნარჩუნებს. სასიცოცხლო ძალა ნებისმიერი ქმნილების თითოეულ უჯრედშია (იხ. სიცოცხლე; სული (II)).
-
-
სული (II)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
სუნთქვა; სიცოცხლის სუნთქვა; სასიცოცხლო ძალა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ადამიანი მიწის მტვრისგან შექმნა, „ჩაჰბერა [ნაფახის ერთ-ერთი ფორმა] ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა] და ადამიანი ცოცხალ სულად [ნეფეშ] იქცა“ (დბ. 2:7; იხ. სული (I)). ნეფეშ სიტყვასიტყვით შეიძლება ითარგმნოს როგორც „მსუნთქავი“ ანუ „მსუნთქავი არსება“, ადამიანი ან ცხოველი. ნეშამაჰიც ამავე მნიშვნელობით გამოიყენება და, ფაქტობრივად, ნეფეშის სინონიმია (შდრ. კნ. 20:16; იეს. 10:39, 40; 11:11). დაბადების 2:7-ში ნეშამაჰით აღწერილია, როგორ გააცოცხლა ღმერთმა ადამის სხეული, რის შედეგადაც ის „ცოცხალ სულად“ იქცა. სხვა მუხლებიდან ჩანს, რომ ამ სიტყვაში სუნთქვაზე, ანუ ფილტვებში ჰაერის შეშვება-გამოშვებაზე მეტი იგულისხმება. ამგვარად, წარღვნის დროს კიდობნის გარეთ დარჩენილი ადამიანებისა და ცხოველების განადგურებაზე დაბადების 7:22 ამბობს: „მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა], რასაც სასიცოცხლო ძალა [ანუ „სული“ (რუახ)] ჰქონდა — ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო“. როგორც დავინახეთ, ნეშამაჰ ანუ სუნთქვა პირდაპირ უკავშირდება რუახს ანუ სასიცოცხლო ძალას, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას, ადამიანსა თუ ცხოველს, აცოცხლებს.
-