მე-6 გაკვეთილი
როგორ გაჩნდა სიცოცხლე?
„[ღმერთთან] არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). სარწმუნოა თქვენთვის ეს სიტყვები? ზოგის აზრით, სიცოცხლე შემთხვევითი, უმართავი პროცესების შედეგად გაჩნდა. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ ჩვენი არსებობა შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ. მაგრამ, თუკი სიცოცხლე იეჰოვამ შექმნა, მის არსებობას მიზანი უნდა ჰქონდეს.a ნახეთ, რას მოგვითხრობს ბიბლია სიცოცხლის წარმოშობის შესახებ და რამდენად სარწმუნოა ბიბლიის მონათხრობი.
1. როგორ გაჩნდა სამყარო?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). მეცნიერთა უმეტესობაც ეთანხმება იმ აზრს, რომ სამყაროს დასაბამი ჰქონდა. მაგრამ, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო? მან სამყაროს შესაქმნელად თავისი მოქმედი ძალა, წმინდა სული, გამოიყენა (დაბადება 1:2).
2. რა მიზნით შექმნა ღმერთმა დედამიწა?
იეჰოვას დედამიწა „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია . . , დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ღმერთმა დედამიწაზე შესანიშნავი პირობები შექმნა იმისათვის, რომ ადამიანებს მასზე მუდამ ეცხოვრათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 121:2; ესაიას 42:5). მეცნიერებიც თანხმდებიან იმ აზრზე, რომ პლანეტებს შორის მხოლოდ დედამიწაზე არის ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო პირობები.
3. რით განსხვავდებიან ადამიანები ცხოველებისგან?
ჩვენი პლანეტის შექმნის შემდეგ იეჰოვამ დედამიწაზე სიცოცხლე წარმოშვა. თავდაპირველად მან შექმნა მცენარეები და ცხოველები, მოგვიანებით კი „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის მსგავსებად“ (წაიკითხეთ დაბადების 1:27). რა გამოარჩევს ადამიანს სხვა ქმნილებებისგან? ვინაიდან ღმერთმა თავის მსგავსებად შეგვქმნა, შეგვიძლია მივბაძოთ მას ისეთი თვისებების გამოვლენაში, როგორებიცაა სიყვარული და სამართლიანობა. ამასთანავე, ღმერთმა ჩვენში ჩადო თანდაყოლილი უნარები, რომელთა წყალობითაც შეგვიძლია ენების სწავლა, ხელოვნების აღქმა და მუსიკით ტკბობა. კიდევ ერთი რამ, რაც ცხოველებისგან განგვასხვავებს ისაა, რომ ღვთის თაყვანისცემა შეგვიძლია.
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ გაეცნობით მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ ბიბლიის მონათხრობი შემოქმედების შესახებ სიმართლეს შეესაბამება. გაიგებთ იმასაც, თუ რაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ შეგვიძლია კარგი თვისებების გამოვლენა.
4. ყველაფერი შემოქმედმა შექმნა
ადამიანებს პატივს მიაგებენ იმ გამოგონებებისთვის, რომელთა შესაქმნელადაც ბუნებიდან ისესხეს იდეები. ნუთუ იდეის ავტორი არ იმსახურებს სათანადო პატივს?! ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რა იდეები ისესხეს ადამიანებმა ბუნებიდან?
ყველა სახლი ვიღაცის დაპროექტებული და აშენებულია. ვინ „დააპროექტა“ და შექმნა ყველაფერი, რასაც ბუნებაში ვხედავთ? წაიკითხეთ ებრაელების 3:4 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რომელი ქმნილებები აღგაფრთოვანებთ?
გონივრულია, გვჯეროდეს, რომ ყველაფერი შემოქმედმა შექმნა? რატომ ფიქრობთ ასე?
იცოდით?
ამ საკითხზე სტატიებისა და ვიდეოების მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე jw.org რუბრიკებში „ვინ შექმნა?“ და „შეხედულებები სიცოცხლის წარმოშობაზე“.
„ყველა სახლი ვიღაცის აშენებულია, ყველაფრის ამშენებელი კი ღმერთია“.
5. ბიბლიის მონათხრობი სარწმუნოა
წიგნ „დაბადების“ 1-ლი თავიდან ვიგებთ, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ჩვენი პლანეტა და სიცოცხლე. სინამდვილეს შეეფერება ბიბლიის მონათხრობი თუ გამოგონილი ამბავია? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ასწავლის ბიბლია, რომ დედამიწა და ყოველივე მასზე არსებული ექვს 24-საათიან დღეში შეიქმნა?
გჯერათ, რომ ბიბლიის მონათხრობი ლოგიკური და სარწმუნოა? ახსენით.
წაიკითხეთ დაბადების 1:1 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
ბევრი მეცნიერი იზიარებს იმ აზრს, რომ სამყაროს ჰქონდა დასაბამი. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება მუხლში წაკითხულს?
ზოგის აზრით, ღმერთმა ევოლუციის მეშვეობით შექმნა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა. წაიკითხეთ დაბადების 1:21, 25, 27 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას ვიგებთ ბიბლიიდან — იმას, რომ ღმერთმა თავდაპირველად სიცოცხლის მარტივი ფორმა შექმნა, რომლისგანაც წარმოიშვა თევზები, ძუძუმწოვრები და ადამიანები, თუ იმას, რომ მან სიცოცხლის ყველა ფორმა შექმნა?
6. ადამიანი ღვთის გამორჩეული ქმნილებაა
ჩვენ ცხოველებისგან ბევრი რამ განგვასხვავებს. წაიკითხეთ დაბადების 1:26 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
ვინაიდან ღვთის მსგავსებად ვართ შექმნილნი, რაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ შეგვიძლია სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენა?
ზოგი ამბობს: „ბიბლიური მონათხრობი შემოქმედების შესახებ გამოგონილი ამბავია“.
თქვენ რა აზრის ხართ? რატომ ფიქრობთ ასე?
შეჯამება:
იეჰოვამ შექმნა სამყარო და ყველა ცოცხალი ქმნილება.
გასამეორებელი კითხვები:
რას ვიგებთ ბიბლიიდან სამყაროს წარმოშობის შესახებ?
ევოლუციის მეშვეობით შექმნა ღმერთმა სიცოცხლის მარტივი ფორმიდან რთული ფორმები თუ თავად შექმნა სიცოცხლის ყველა ფორმა?
რა გამოარჩევს ადამიანს ცხოველებისგან?
გაიგეთ მეტი:
გაეცანით მაგალითებს, საიდანაც ჩანს, რომ ყველაფერს შემოქმედის ხელი ატყვია.
ნახეთ, როგორ შეიძლება მარტივად ავუხსნათ ბავშვს შემოქმედების შესახებ.
გაიგეთ, უჭერს თუ არა ბიბლია მხარს ევოლუციას.
„ევოლუციის მეშვეობით შექმნა ღმერთმა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა?“ (სტატია ვებგვერდზე)
წაიკითხეთ, რას ადასტურებს ნამარხები და მეცნიერული ექსპერიმენტები. მოწმობს ისინი იმაზე, რომ სიცოცხლე შემოქმედმა შექმნა თუ ის შემთხვევით გაჩნდა?
„სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომლებზეც ღირს დაფიქრება“ (ბროშურა)
a 25-ე გაკვეთილიდან შევიტყობთ, თუ რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი.