-
აბრაამიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
როცა ოთხმა მოკავშირე მეფემ ელამელი მეფის, ქედარლაომერის მეთაურობით ხუთი აჯანყებული ქანაანელი მეფე დაამარცხა, მათ სოდომი და გომორაც გაძარცვეს, ლოტი ტყვედ წაიყვანეს და მისი ქონებაც წაიღეს. გაიგო თუ არა ეს აბრაამმა, შეკრიბა მის სახლში გაზრდილი 318 მონა, ძლიერი კაცები. თავის მოკავშირეებთან, ანერთან, ეშქოლთან და მამრესთან ერთად მან ჩრდილოეთით დაახლოებით 300 კმ-ზე სდია მათ და დამასკოს გასცდა. მან იეჰოვას დახმარებით გაცილებით ძლიერი ჯარი დაამარცხა, დაიხსნა ლოტი და მთელი გატაცებული ქონება (დბ. 14:1—16, 23, 24). გამარჯვებულ აბრაამს შეეგება „უზენაესი ღვთის მღვდელი“, მელქისედეკი, რომელიც სალემის მეფეც იყო, და აკურთხა; აბრაამმა „ყველაფრის მეათედი მისცა მას“ (დბ. 14:17—20).
-
-
ხობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ხობა
ადგილი „დამასკოს ჩრდილოეთით“. ხობამდე სდია აბრაამმა ქედარლაომერის ხალხს და დაამარცხა (დბ. 14:13—17). ზოგიერთი ბიბლეისტი ამ ბიბლიურ ადგილს უკავშირებს პალმირასა და დამასკოს შორის მდებარე წყაროს, ხობას, რომლის სახელწოდებაშიც შემორჩა ამ ძველი ადგილის სახელი. ხობასთან, ისევე როგორც უდაბნოს სიახლოვეს მდებარე სხვა დიდ წყაროებთან, შესაძლოა, ერთ დროს სოფელი იყო გაშენებული.
-