რამდენი სახელი აქვს ღმერთს?
ბიბლია გვპასუხობს
ღმერთს აქვს მხოლოდ ერთი საკუთარი სახელი. ებრაულ ენაში ეს სახელი წარმოდგენილია ოთხი ასოთი יהוה. ქართულად ამ სახელის ყველაზე გავრცელებული ფორმაა „იეჰოვა“.a წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ღმერთმა თქვა: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8). ეს სახელი ბიბლიის ძველ ხელნაწერებში დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება — უფრო მეტჯერ, ვიდრე ღვთის სხვა რომელიმე წოდება ან ნებისმიერი ადამიანის სახელი.b
მხოლოდ ერთი სახელი აქვს ღმერთს?
მართალია, ბიბლია ღმერთს მხოლოდ ერთი საკუთარი სახელით მოიხსენიებს, მაგრამ მასში ღვთის არაერთ წოდებას და აღწერით სახელს ვხვდებით. ქვემოთ ჩამოთვლილი წოდებები და აღწერითი სახელები უკეთ გვაცნობს იეჰოვას თვისებებს.
წოდება |
ბიბლიური მუხლი |
მნიშვნელობა |
---|---|---|
ალაჰი |
(ბიბლიაში ეს სიტყვა არ არის მოხსენიებული) |
არაბული სიტყვა „ალაჰი“ არ არის საკუთარი სახელი. ის არის წოდება და ნიშნავს „ღმერთს“. არაბულ და სხვა ენებზე ნათარგმნ ბიბლიებში ვხვდებით სიტყვა „ალაჰს“, რომელიც „ღმერთის“ მნიშვნელობას ატარებს. |
ყოვლისშემძლე |
ის უსაზღვრო ძალას ფლობს. ებრაული გამოთქმა ელ შადაი, რომელიც ნიშნავს „ყოვლისშემძლე ღმერთს“, ბიბლიაში 7-ჯერ გვხვდება. |
|
ალფა და ომეგა |
„პირველი და უკანასკნელი“, „დასაწყისი და დასასრული“; ეს მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვას გარდა არც არავინ ყოფილა ყოვლისშემძლე ღმერთი და არც იქნება (ესაია 43:10). ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია. |
|
ძველი დღეთა |
მას არა აქვს დასაწყისი; ის მარადიულად არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ვინმე ან რამე გაჩნდებოდა (ფსალმუნი 90:2). |
|
შემოქმედი |
მან მისცა ყოველივეს დასაბამი. |
|
მამა |
ის არის სიცოცხლის მბოძებელი. |
|
ღმერთი |
ის ძლიერია და თაყვანისცემას იმსახურებს. ებრაული სიტყვა ’ელოჰიმ მრავლობით რიცხვში დგას და მიუთითებს იეჰოვას დიდებულებაზე, სიდიადესა და აღმატებულობაზე. |
|
ღმერთთა ღმერთი |
ის არის უზენაესი. მას ვერ შეედრებიან „არაფრის მაქნისი ღმერთები“, რომლებსაც ზოგიერთი თაყვანს სცემს (ესაია 2:8). |
|
დიდებული მოძღვარი |
ის გვასწავლის და გვხელმძღვანელობს, რასაც ჩვენთვის სიკეთე მოაქვს (ესაია 48:17, 18). |
|
დიდებული შემოქმედი |
ყველაფერი მისი ნახელავია (გამოცხადება 4:11). |
|
ბედნიერი ღმერთი |
ის ბედნიერია და სიხარულს განიცდის (ფსალმუნი 104:31). |
|
ლოცვების მომსმენი |
ის პირადად ისმენს თითოეული ადამიანის რწმენით აღვლენილ ლოცვას. |
|
„მე ვარ, რომელიც ვარ“ |
გამოსვლა 3:14 (სსგ) |
ის იქცევა იმად, რადაც საჭიროა თავისი განზრახვის შესასრულებლად. ეს ფრაზა აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“ (აქ). ამგვარი აღწერა გვეხმარება, ჩავწვდეთ ღვთის სახელის, იეჰოვას მნიშვნელობას (გამოსვლის 3:15). |
მოშურნე |
გამოსვლა 20:5 (სქოლიო) |
ის არ იწყნარებს მეტოქეობას. სიტყვა „მოშურნე“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი“. |
მარადიულობის მეფე |
მის მმართველობას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. |
|
უფალი |
ბატონი ან პატრონი; ებრაულად’ადონ ან ’ადონიმ. |
|
ცაბაოთ უფალი |
ესაია 1:9 (სსგ); რომაელები 9:29 (კს) |
ანგელოზთა ლაშქრის მეთაური. სახელწოდება „ცაბაოთ უფალი“ აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ (რომაელები 9:29, აქ). |
უზენაესი |
მას სამყაროში ყველაზე მაღალი მდგომარეობა უკავია. |
|
უწმინდესი |
ის ყველას აღემატება სიწმინდით (ზნეობრივად სუფთა და წმინდაა). |
|
მეთუნე |
ღმერთს აქვს ძალაუფლება ცალკეულ ადამიანებსა თუ ერებზე; ის შეიძლება შევადაროთ მეთუნეს, რომელსაც სრული უფლება აქვს, თიხისგან ისეთი ჭურჭელი გამოძერწოს, როგორიც თავად სურს (რომაელები 9:20, 21). |
|
გამომსყიდველი |
ღმერთი იესო ქრისტეს გამოსასყიდის მეშვეობით კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან იხსნის (იოანე 3:16). |
|
კლდე |
ის საიმედო თავშესაფარი და მხსნელია. |
|
მხსნელი |
ის ადამიანებს საფრთხეს არიდებს და დაღუპვისგან იხსნის. |
|
მწყემსი |
ის ზრუნავს თავის თაყვანისმცემლებზე. |
|
უზენაესი უფალი |
უზენაესი ძალაუფლების მქონე. ებრაულად ’ადონაი. |
გეოგრაფიული სახელწოდებები ებრაულ წერილებში
ბიბლიაში ჩაწერილი ზოგიერთი გეოგრაფიული სახელწოდება შეიცავს ღვთის საკუთარ სახელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინიც ღვთის სახელებია.
გეოგრაფიული სახელწოდება |
ბიბლიური მუხლი |
მნიშვნელობა |
---|---|---|
იეჰოვა-ირე |
ნიშნავს: „იეჰოვა იზრუნებს, იეჰოვა გამოაჩენს“. |
|
იეჰოვა-ნისი |
ნიშნავს: „იეჰოვაა ჩემი ნიშანსვეტი“. იეჰოვასთან მისი ხალხი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს (გამოსვლა 17:13—16). |
|
იეჰოვა-შალომ |
ნიშნავს: „იეჰოვა მშვიდობაა“. |
რატომ უნდა ვიცოდეთ ღვთის სახელი და ვიყენებდეთ მას?
ბიბლიაში ღვთის სახელი რამდენიმე ათასჯერ გვხვდება, რაც იმაზე მოწმობს, რომ ღმერთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავის სახელს (მალაქია 1:11).
ღვთის ძემ იესომ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სახელი. მაგალითად, მან იეჰოვას ლოცვაში უთხრა: „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9; იოანე 17:6).
დღეს ღმერთის სახელის ცოდნა და გამოყენება მასთან დაახლოებაში გვეხმარება (ფსალმუნი 9:10; მალაქია 3:16). მომავალში კი საშუალებას მოგვცემს, ჩვენზეც შესრულდეს ღვთის დაპირება: „რადგან შემიყვარა, მეც გადავარჩენ. დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“ (ფსალმუნი 91:14).
ბიბლია არ უარყოფს, რომ «არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე — რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“» (1 კორინთელები 8:5, 6). თუმცა ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი ღმერთი, რომლის სახელიც არის იეჰოვა (ფსალმუნი 83:18).
a ზოგიერთი ებრაელი სწავლული უპირატესობას ღვთის სახელის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას „იაჰვეს“ ანიჭებს.
b ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა „იაჰი“ ბიბლიაში დაახლოებით 50-ჯერ გვხვდება. მათ შორის ისეთ სიტყვებში, როგორიცაა „ალელუია“ ან „ალილუია“, რომელიც ნიშნავს „ადიდეთ იაჰი“ (გამოცხადება 19:1, სსგ, კს).