-
ბიბლიაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ღვთის უხილავი წმინდა სული მისი სიმბოლური ხელია. სწორედ ამიტომ აღმოხდათ მოსეს სასწაულების თვითმხილველებს: „ღვთის ხელია ეს!“ (გმ. 8:18, 19, იხ. სქ.; შდრ. იესოს სიტყვებს მთ. 12:22, 28-სა და ლკ. 11:20-ში). მსგავსად გამოვლინდა ღვთის ძალა, როცა იეჰოვამ თავისი „თითით“ დაიწყო ბიბლიის წერა და ათი მცნება ქვის ფილებზე ამოტვიფრა (გმ. 31:18; კნ. 9:10). ამიტომ ღმერთს არ გაუჭირდებოდა ადამიანების მწერლებად გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი „უსწავლელი და უბრალო“ იყო, ანუ უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ მიღებული (სქ. 4:13), და მწყემსი, მიწათმოქმედი, კარვების მკერავი, მეთევზე, გადასახადების ამკრეფი, ექიმი, მღვდელი, წინასწარმეტყველი ან მეფე იყო. იეჰოვას მოქმედმა ძალამ ღვთის აზრები მწერლებს გონებაში ჩაუდო, ზოგ შემთხვევაში კი მათ იმის უფლება მისცა, რომ ღვთის აზრები საკუთარი სიტყვებით გამოეხატათ. შედეგად, მათი დაწერილიდან ჩანს მათი პიროვნული თვისებები და ხასიათი, თუმცა თემა და მიზანი უცვლელია. ამიტომაც ბიბლია, რომელშიც იეჰოვას აზროვნება და ნება ჩანს, ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვა წიგნს საკითხების მრავალფეროვნებასა და სიღრმისეულ განხილვაში. ყოვლისშემძლე ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ მისი სიტყვა ადვილად გასაგები ყოფილიყო და მისი თარგმნა ნებისმიერ ენაზე ყოფილიყო ადვილი.
-
-
თითიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ხელის თითები ბიბლიაში ზოგჯერ ხელის სინონიმად არის გამოყენებული. „თითები“ და „ხელები“ ერთი და იმავე აზრის ხაზგასასმელად გამოიყენება (ფს. 144:1).
-