-
მშობლების რწმენა დაჯილდოვდასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
-
-
იოქებედის გოგონა, მირიამი, ახლომახლო დადგა იმის სანახავად, თუ რა მოხდებოდა. მოგვიანებით ნილოსზე საბანაოდ მივიდა ფარაონის ასულიa. შესაძლებელია, იოქებედმა იცოდა, რომ ის ხშირად დადიოდა ნილოსის ამ ნაწილში და სპეციალურად დატოვა ყუთი იქ, სადაც ადვილად აღმოაჩენდნენ. როგორც არ უნდა იყოს, ფარაონის ასულმა მალე შენიშნა ლერწმებში ყუთი და თავისი ერთ-ერთი მხევალი გაგზავნა მის მოსატანად. მტირალი ბავშვის დანახვაზე ის სიბრალულით აივსო. იგი მიხვდა, რომ ჩვილი ებრაელი იყო. მაგრამ როგორ მოკლავდა ასეთ მშვენიერ ბავშვს? ადამიანური გულკეთილობის გარდა ფარაონის ასულზე შეიძლება გავლენა მოეხდინა ეგვიპტეში გავრცელებულ რწმენას, რომ ზეცაში შესვლის უფლება დამოკიდებული იყო პიროვნების სიცოცხლეში გაკეთებულ კეთილ საქმეებზეb (გამოსვლა 2:5, 6).
-
-
მშობლების რწმენა დაჯილდოვდასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მაისი
-
-
b ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სიკვდილის დროს ადამიანის სული ოსირისის თანდასწრებით ჩამოთვლიდა ისეთ მტკიცებებს, როგორიცაა: „მე არ მიწყენინებია არც ერთი ადამიანისთვის“, „ძუძუთა ბავშვების პირისგან არ დამიმალავს რძე“ და „მშიერს პურს ვაძლევდი, მწყურვალს კი — წყალს“.
-