-
ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
ამის შემხედვარე მირიამი მაშინვე ფარაონის ასულთან გაჩნდა. „ხომ არ წავიდე და ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად?“ — ჰკითხა მან. ზოგიერთს ეს შემთხვევა ირონიულადაც შეიძლება მოეჩვენოს. მოსეს და აქ ფარაონთან არის დაპირისპირებული, რომელმაც თავის მრჩევლებთან ერთად გადაწყვიტა ‘ჭკუით ეჯობნა’ ებრაელებისთვის. რა თქმა უნდა, მოსეს უსაფრთხოება ფარაონის ასულის პასუხზე იყო დამოკიდებული. „წადი“, — უთხრა ფარაონის ასულმა მირიამს და მანაც მაშინვე მოიყვანა დედამისი. კარგი გასამრჯელოს ფასად იოქებედს თავისივე შვილი უნდა აღეზარდა მეფის მფარველობით (გამოსვლა 2:5—9).
-
-
ეგვიპტის საგანძურებზე ძვირფასისაგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ივნისი
-
-
[ჩარჩო 11 გვერდზე]
ძიძასთან დადებული ხელშეკრულება
ჩვეულებრივ, ბავშვებს დედები აწოვებდნენ ძუძუს. მაგრამ მეცნიერი ბრევარდ ჩილდსი „ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში“ ამბობს, რომ „გარკვეულ შემთხვევებში [ახლო აღმოსავლეთში] არისტოკრატთა ოჯახები ძიძებს ქირაობდნენ. იმავეს აკეთებდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ დედას არ შეეძლო ბავშვის გამოკვება ან დედის ვინაობა უცნობი იყო. ძიძას ევალებოდა შეთანხმების შესაბამისად განსაზღვრული დროის მანძილზე ეზარდა და ძუძუ ეწოვებინა ბავშვისთვის“. ჩვენამდე მოაღწია ახლო აღმოსავლეთში ნაპოვნმა რამდენიმე უძველესმა პაპირუსმა, რომლებზეც ძიძასთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო შემორჩენილი. ეს მასალები ადასტურებს, რომ ასეთი ხელშეკრულებების დადება ჩვეულებრივი რამ იყო შუმერების დროიდან მოყოლებული ეგვიპტეში ელინისტურ პერიოდამდე. ამ დოკუმენტებში აღნიშნულია, თუ ვის შორის იდებოდა ეს ხელშეკრულება, რამდენი ხნით, მუშაობის პირობები, კონკრეტული მოვალეობები, ჯარიმა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, რა სახით მოხდებოდა ანაზღაურება და რამდენი იქნებოდა ის. ჩვეულებრივ, „ბავშვები ორი ან სამი წელი ჰყავდათ გაძიძავებული“, — განმარტავს ჩილდსი. „ძიძას ბავშვი თავისთან მიჰყავდა გასაზრდელად, მაგრამ დროდადრო შესამოწმებლად ბავშვის მშობლებთან მიყვანა მოითხოვებოდა“.
-