-
დააფასეთ სიცოცხლე!იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
5. დააფასეთ ჯერ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლე
მეფე დავითმა პოეტური ენით აღწერა, როგორაა დაინტერესებული იეჰოვა ჯერ არშობილი ბავშვით. წაიკითხეთ ფსალმუნის 139:13—17 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როდის იწყება იეჰოვასთვის ადამიანის სიცოცხლე — ჩასახვისას თუ დაბადებისას?
ისრაელისთვის მიცემული იეჰოვას კანონი იცავდა როგორც დედას, ისე ჯერ არდაბადებულ ბავშვს. წაიკითხეთ გამოსვლის 21:22, 23 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რას ფიქრობდა იეჰოვა მათზე, ვინც ჯერ არშობილ ბავშვს შემთხვევით მოუსწრაფებდა სიცოცხლეს?
აქედან გამომდინარე, რა აზრის იქნება იეჰოვა მათზე, ვინც მიზანმიმართულად აკეთებს ამას?b
თქვენ რას ფიქრობთ იეჰოვას დამოკიდებულებაზე?
ადამიანი შეიძლება აფასებდეს სიცოცხლეს, მაგრამ მაინც იფიქროს, რომ აბორტი მის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია. წაიკითხეთ ესაიას 41:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
თუ ქალზე ზეწოლას ახდენენ, რომ აბორტი გაიკეთოს, ვის უნდა მიმართოს დახმარებისთვის? ახსენით.
-
-
დააფასეთ სიცოცხლე!იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
-
-
b მან, ვისაც აბორტი აქვს გაკეთებული, დანაშაულის გრძნობით არ უნდა იცხოვროს, რადგან იეჰოვა მიმტევებელი ღმერთია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“ მითითებული სტატია „რას ამბობს ბიბლია აბორტზე?“.
-